შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში 110 ოჯახს მაღალი ძაბვის მოვარდნის გამო დამწვარი ტექნიკის თანხა აუნაზღაურეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ოქტომბერი 2020
ახალციხეში 110 ოჯახს მაღალი ძაბვის მოვარდნის გამო დამწვარი ტექნიკის თანხა აუნაზღაურეს მთავარი → საზოგადოება 12.10.2020 „ენერგო–პრო ჯორჯიას“ განცხადებით, მიმდინარე წლის მაისში მაღალი ძაბვის მოვარდნის გამო, 110 ოჯახი დაზარალდა, აქედან ნაწილს დამწვარი ტექნიკის შეკეთების თანხა გადაუხადეს, ნაწილს კი ახალი უყიდეს. „იმ ოჯახს, რომლის ტექნიკაც აღარ ექვემდებარებოდა შეკეთებას, ახალი ვუყიდეთ. ნაწილს თანხა ავუნაზღაურეთ ვინც შეკეთების ქვითრები წარმოადგინა, ნაწილს კი ჩვენ გავუკეთეთ“, – ამბობენ „ენერგო–პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე დენის ცვალებადობის გამო, მოსახლეობის სხვადასხვა სახის ტექნიკა 29 ივლისს დაეწვა. [ნუკა სტეფნაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია