შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქის და ადიგენის მერიები საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ოქტომბერი 2020
ახალქალაქის და ადიგენის მერიები საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ მთავარი → სიახლე, საზოგადოება 13.10.2020 წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პირველ კვირაში, ახალქალაქის და ადიგენის მუნიციპალიტეტების მერიებში, რამდენმა თანამშრომელმა ისარგებლა შვებულებით უცნობია. აღნიშნული თვითმმართველობებიდან საჯარო ინფორმაცია ერთი თვის წინ გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტს, შვებულებაში ჯამში 45 პირი გავიდა. „სამხრეთის კარიბჭემ“ შვებულებაში გასული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია, სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან, 8–9 სექტემბერს გამოითხოვა.რედაქცია ითხოვდა სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში, პირველი სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ვინ და რამდენი დღით გავიდა შვებულებაში, თუმცა ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია მუნიციპლიტეტების ნაწილმა არასრულად, ნაწილმა კი საერთოდ არ მოგვაწოდა. წერილის დაბრუნების 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ „სამხრეთის კარიბჭე“ რამდენჯერმე დაუკავშირდა ახალქალაქის და ადიგენის მუნიციპალიტეტებს, დაპირების მიუხედავად, შვებულებაში გასული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია ვერ მივიღეთ.რაც შეეხება დანარჩენებს, პირველიდან რვა სექტემბრის ჩათვლით, ყველაზე მეტი, 25 საჯარო მოხელე იმყოფებოდა შვებულებაში ახალციხის მერიაში. ახალციხე ერთ–ერთია ექვს მუნიციპალიტეტს შორის, რომელმაც ინფორმაციას დროულად, თუმცა არასრულად მოგვაწოდა, გამოგზავნილ პასუხში არ ეწერა, საჯარო მოხელეები რამდენი დღით იმყოფებოდნენ შვებულებებში.ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია სრულყოფილად და დათქმულ დროში მოგვაწოდა – რვა დღეში შვებულებაში ექვსი თანამშრომელი გავიდა.არასრული ინფორმაცია მივიღეთ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიიდან. აქ პირველიდან რვა სექტემბრის პერიოდში შვებულებაში ცხრა თანამშრომელი გავიდა. სრული ინფორმაცია მივიღეთ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიიდან, თუმცა ზუსტად ერთი თვის შემდეგ, აქ შვებულებით ხუთმა თანამშრომელმა ისარგებლა.ადიგენის მერიიდან საჯარო ინფორმაციის არ მოწოდების ეს პირველი შემთხვევა არ არის, მიმდინარე წლის სექტემბერში თვითმმართველობამ არ გვიპასუხა რომელი რელიგიური ორგანიზაციები დააფინანსა 2020 წლის განმავლობაში და რა რაოდენობის თანხით.ვის გამო არღვევს კანონს ადიგენის მერია
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია