შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში შენობას, სადაც კედლის ჩამონგრევისას 2 ადამიანი დაშავდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ოქტომბერი 2020
ბორჯომში შენობას, სადაც კედლის ჩამონგრევისას 2 ადამიანი დაშავდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 14.10.2020 ბორჯომის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რისთვისაც 400 562 ლარი დაიხარჯა. ადგილობრივი თვითმმართველობის განცხადებით, უახლოეს პერიოდში, შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვება, რის შემდეგაც დაწესებულება მუშაობას განაახლებს. პროექტის ფარგლებში, მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში შეიცვალა იატაკი, ჭერი და კარ-ფანჯრები, გაკეთდა კიბეები და ლითონის მოაჯირები, ასევე შეიცვალა სახურავი და განახლდა გარე ფასადი, მოწესრიგდა გათბობის და ელექტროგაყვანილობის სისტემა, მოეწყო შიდა და გარე წყალ-კანალიზაციის ქსელი. ამ ეტაპზე მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში 13 წრე ფუნქციონირებს, სადაც 200–მდე მოსწავლე სწავლობს. შეგახსნებთ, რომ აღნიშნულ შენობაში 2019 წლის 2 ოქტომბერს კედელი ჩამოინგრა და ორი პირი დაშავდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 124 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.დასრულდა თუ არა გამოძიება და რა შედეგი დადგა, ამ ეტაპზე უცნობია, უწყებაში "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადეს, რომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია