სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ოქტომბერი 2020
უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია მთავარი → სიახლე, განათლება 15.10.2020 პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც, 19 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში უნდა განახლებულიყო, ძალაში რჩება. თუმცა უნივერსიტეტებს ექნებათ რეკომენდაცია, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობის გარდა, სასწავლო პროცესი დისტანციურად წარმართონ. "უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უნდა გაგრძელებულიყო 19 ოქტომბრიდან. ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში. უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია პროცესი დისტანციურად წარმართონ, მაგრამ იქ სადაც არ იქნება ეს შესაძლებელი, ლაბორატორიულ და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში" – განაცხადა გახარიამ. მისივე თქმით, უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე დასაცავად, განათლების სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე აქვს მიღებული.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია