სამცხე-ჯავახეთი
ასპინძაში უბედურ შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
17 ოქტომბერი 2020
ასპინძაში უბედურ შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა
მთავარი → სიახლე, შემთხვევა 17.10.2020
ასპინძის სოფელ რუსთავში ორ წლამდე ბავშვს მანქანამ გადაურა, შედეგად მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს, 17 ოქტომბერს მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბავშვი გაჩერებული მიკროავტობუსის ქვეშ შეძვრა, დაძვრის მომენტში კი მძღოლმა ის ვერ შეამჩნია და თავზე გადაურა.მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების ისეთ დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.[sknews.ge]