სამცხე-ჯავახეთი
‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
17 ოქტომბერი 2020
‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 17.10.2020
ბორჯომის საფეხბურთო კლუბმა მე–8 ტურის გასვლითი მატჩი „იმერეთს“ მინიმალური სხვაობით მოუგო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
ხონის საფეხბურთო კლუბ „იმერეთთან“, 16 ოქტომბერს სტუმრად გამართულ შეხვედრაში „ბორჯომელებმა“ ერთი უპასუხო გოლის გატანა შეძლეს, შედეგად კლუბმა მეოთხე მოგება ჩაითვალა მიმდინარე სეზონზე და 13 ქულით მეორე ადგილს იკავებს, პირველადგილოსან "მაღაროელს" კი სამი ქულით ჩამორჩება. მეოთხე ლიგის „წითელ“ ჯგუფში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სულ რვა საფეხბურთო გუნდი ასპარარეზობს, ტურნირის დასრულებამდე კლუბებმა კიდევ ექვსი მატჩი უნდა ჩაატარონ. უფრო მაღალ, მეოთხე ლიგაში კი ის კლუბი გადავა, ვინც ბოლო, მე–16 ტურისთვის ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. ბოლო ადგილზე გასული ორი კლუბი კი, უფრო დაბალ, რეგიონ ლიგაში გადაინაცვლებს.მომდევნო მატჩი ბორჯომის „ბორჯომს“ 4 ნოემბერს , მეოთხეადგილოსან „ოდიში 1919“ –თან ექნება. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის სხვადასხვა ტურნირზე სამცხე–ჯავახეთიდან ექვსი გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ოთხი, ყველაზე დაბალ–რეგიონ ლიგაში, თითო კი საქართველოს მეოთხე და ქალთა ლიგაში.[sknews.ge]