სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ოქტომბერი 2020
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს მთავარი → სიახლე, საზოგადოება 18.10.2020 დღეს, 18 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა–ლოცვა აღევლინება. გრიგოლ ხანძთელი მერვე საუკუნეში მოღვაწე უდიდესი ქართველი წმინდანია, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა გიორგი მერჩულემ აღწერა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში." მეცხრამეტე საუკუნეში ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა პლატონ იოსელიანმა ხელმეორედ აღმოაჩინა წმინდანი, რომლის ღვაწლის შესახებ არაფერი აღარ იცოდნენ თაობებმა. გრიგოლ ხანძთელმა 102 წელი იცხოვრა და 861 წელს გარდაიცვალა.გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში — დედათა სავანეები. დასავლეთ საქართველოში, ლიხის გამყოფ ქედზე დააარსა უბისის მონასტერი.გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებულ მონასტრები ქართული მწიგნობრობისა და სასულიერო კულტურის უმნიშვნელოვანეს კერებად იქცნენ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია