სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ოქტომბერი 2020
როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში მთავარი → სიახლე, საზოგადოება 19.10.2020 ახალციხეში მოსახლეობა ბუნებრივი აირის დავალიანებას ვერ იხდის, როგორც კომპანია “ინტერ გაზში” აცხადებენ, მომსახურების გადახდა მხოლოდ „თიბისი“ ბანკის გადახდის აპარატებიდან არის შესაძლებელი. 2020 წლის 1–ელი სექტემბრიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოკარ გაზის“ ნაცვლად შპს „ინტერ გაზი“ ოპერირებს. ცვლილებამ მოსახლოებაში გაურკვევლობა გამოიწვია. ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ დავალიანებას ვერ იხდის და შიშობს, რომ ჯარიმა დაეკისრება. კომპანია „ინტერ გაზის“ დირექტორის ვასილ აბულაძის განცხადებით, აბონენტებს დავალიანების გადახდა „თიბისი“ ბანკის გადახდის აპარატებიდან შეუძლიათ, გადახდის მეთოდი არ შეცვლილა, თუმცა ტარიფი შემცირდა. „გადახდის სტილი იგივეა არ შეცვლილა. შეიცვალა ის, რომ მხოლოდ „თიბისის“ აპარატიდან არის შესაძლებელი გადახდა, ჩვეულებრივად აბონენტის ნომრით აირჩევენ „ინტერ გაზს“. ტარიფები კი მომსახურებაზე ცოტათი შემცირდა“, – განაცხადა ვასილ აბულაძემ. სემეკის ენერგეტიკისა და წყალმომარგების მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, რეგულირებადი მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს - 49. 297 თეთრი/მ3-ს; მიწოდების ზღვრული ტარიფი - 30.092 თეთრი/მ3-ს; განაწილების საქმიანობის ტარიფი - 9.790 თეთრი/მ3-ს; ეს ტარიფი ძალაში იქნება 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე. ამ დროის მონაცმებით, „ინტერ გაზს“ 10 000 აბონენტი ჰყავს. [ნუკა სტეფნაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია