სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მუგარეთთან ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ოქტომბერი 2020
მუგარეთთან ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა მთავარი → სიახლე, შემთხვევა 19.10.2020 დღეს, 19 ოქტომბერს, მუგარეთთან სატვირთო მანქანა, რომელსაც ტრაქტორი გადაჰქონდა ამოტრილდა, შედეგად მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. როგორც მუგარეთის წარმომადგენელი, გიორგი ბლიაძე ამბობს, სატვირთოს ტრაქტორთან ერთად ტყეში მუშები მიჰყავდა, აღმართზე მანქანიდან ტრაქტორი გადმოვარდა, შემდეგ კი თავადაც ამოყირავდა.„მუგარეთის ტყეში მიდიოდნენ, იქ ერთი ტერიტორიაა, სადაც ხეს ამზადებენ, აღმართზე ვეღარ ავიდა მანქანა, დაგორდა, ჩამოვარდა ტრაქტორი და ეს სატვირთოც ამოტრიალდა. ერთი პირი, როგორც მითხრეს ადგილზე გარდაიცვალა, სხვები კარგად არიან“- ამბობს ბლიაძე.დაშავებული კაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანამდე გარდაიცვალა.[მარიამ ბარძიმაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია