სამცხე-ჯავახეთი
კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
22 ოქტომბერი 2020
კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ
მთავარი → სიახლე, განათლება, კორონავირუსი 22.10.2020
ნინოწმინდის ოთხ სკოლაში მასწავლებლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. დისტანციურად სწავლობენ ნინოწმინდის პირველ, მეორე, მესამე და სოფელ დილიფის საჯარო სკოლებში.
ნინოწმინდის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დავით ზედგინიძის განცხადებით, covid-19–ით დაინფიცირებულთა შორის არ არიან მოსწავლეები.სამცხე–ჯავახეთში 22 ოქტომბრის 13:00 საათის მონაცემებით, 150 ინფიცირების შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა – 2.[რიმა სარუხანიან]