შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ოქტომბერი 2020
სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი მთავარი → სიახლე, საზოგადოება 24.10.2020 გარემოს ეროვნული სააგანტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის უმეტეს მუნიციპლიტეტში, შაბათ–კვირას უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერტურა 26 გრადუსამდე მოიმატებს. შაბათს, 24 ოქტომბერს, სამცხე–ჯავახეთში, როგორც მთაში, ასევე მაღალ მთაში, უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალციხეში, ბორჯომში, ასპინძასა და ადიგენში ჰაერის ტემპერატურა + 23, +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით +4, +6 გრადუსი იქნება.მზიანი ამინდია მაღალ მთაშიც. ახალქალაქსა და ბაკურიანში დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0, +2.25 ოქტომბერს, რეგიონის მასშტაბით, კვლავ უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერტურა ყველა მუნიციპალიტეტში 2 გრადუსით მოიმატებს. ახალციხეში, ბორჯომში, ადიგენსა და ასპინძაში ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +4, +6 გრადუსი იქნება. დღის განმავლობაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი მაღალ მთაშიც. ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ტემპერტურა +1, +3 გრადუსამდე მოიმატებს. 26 ოქტომბრიდან რეგიონის მასშტაბით კვალ მზიანი, თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.[ნუკა სტეფნაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია