გურია მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში.
მთავარი ქალაქი ოზურგეთი
ფართობი : 2 958 კმ²
რეგიონები
გურიის სახელმწიფო რწმუნებული : ზურაბ ნასარაია
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია :
მის: ოზურგეთი, კოსტავას #1, 3500
E-mail: info@guria.gov.ge
ტელეფონის ნომერი : 0496 (27 58 81)
ოფიციალური ვებსაიტი : http://guria.gov.ge
ოზურგეთის მერი : კონსტანტინე შარაშენიძე
მერიის ტელეფონი : 0496 (26 10 10)
მის : ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქუჩა N1
გურიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ვიკიპედიას ბმულზე
სოფლის სახლი ქ. ჩოხატაურიდან 14 კმ-ზე მდებარეობს. სტუმრებისთვის დათმობილია 4 საძინებელი ოთახი ორი სველი წერტილით, ფართო სასადილო ოთახი და აივნები. სოფლის სახლის ეზოს ალამაზებს ყვავილნარი და ყურძნის ტალავერი. აქვეა ადგილობრივი ცხოვრების ამსახველი სოფლის სამყარო- თონე, მარანი, ჭა და მწვადის შესაწვავი სპეციალური კუთხე მთელი თავისი აღჭურვილობით. სახლთან ახლოსაა შავი ზღვის სანაპირო ზოლის კურორტები. მასპინძელს აქვს კოტეჯი ზღ. დ-ან 2050 მ-ზე მდებარე კურორტ ბახმაროში, რომელიც ბუკისციხიდან 58 კმ-ის დაშორებითაა.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
საოჯახო სასტუმრო და აგროტურისტული მეურნეობა რაიონის ცენტრიდან 3 კმ-ში მდებარეობს. საოჯახო სასტუმროს პირველ სართულზე განლაგებულია სამზარეულო, სასადილო ოთახი, მისაღები ოთახი, სველი წერტილი- ტუალეტი და შხაპი, ბარი, ღია მოსასვენებელი ოთახი; მეორე სართულზე 7 საძინებელი ოთახი, რომელიც 15 სტუმარს იტევს. აგრეთვე დიდი გადახურული აივანი, მოსასვენებელი კუთხეებით, 3 სველი წერტილი (3 ტუალეტი და 2 მათგანში არის საშხაპე). ეზოში მოწყობილია ფანჩატური ეთნოგრაფიული ელემენტებითა და ყვავილების კუთხე. ასევე, მასპინძელს ეზოში გამართული აქვს თხილის საწარმო.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
აგროტურისტული მეურნეობა ოზურგეთიდან 6 კმ-ზე, ზღვასა და ალპურ ზონას შორის, მდინარე აგიდაყვას ნაპირზე მდებარეობს. აქედან ერთი საათის სავალია როგორც შავი ზღვის სანაპირო, ასევე მაღალმთიან კურორტ ბახმარომდე. სტუმრებისთვის განკუთვნილია 3 ორადგილიანი საძინებელი, დიდი ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის, სამზარეულო, საზიარო შიდა და გარე სველი წერტილები. ეზოში არის მარანი და ყვავილების ბაღი. ეზოში გაშენებულია ყვავილნარი და იქვეა მარანი.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
კონფორტაბელური საოჯახო სასტუმრო მდებარეობს გრიგოლეთში, შავი ზღვის სანაპიროზე. ორსართულიანი სახლი ახალი აშენებულია. აქვს ბაღი დეკორატიული მცენარეებით, სადაც სტუმარს შეუძლია მოისვენოს. პირველ სართულზე არის დიდი მისაღები ოთახი ბუხრითა და ტრადიციული ელემენტებით, სამზარეულო და სველი წერტილი. მეორე სართულზე არის 4 საძინებელი (2 ადგილიანი) და აივანი. მასპინძელი ტურისტებს სთავაზობს ეკო-ტურებსა(კოლხეთი, ქობულეთი, მტირალასა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე) და ისტორიულ-კულტურულ ტურებს (დადიანების სასახლე, ნოქალაქევი). ვიზიტორს საშუალება ეძლევა ითევზაოს ზღვაზე ან სახლის უკან მდებარე ტბაზე. მასპინძელს გაქირავებაში აქვს სათანადო აღჭურვილობა (ანკესი, ნავი). მასპინძელი სთავაზობს სამჯერად კვებას, წინასწარ შეთანხმებით სპეციალურ კვებასაც (ვეგეტერიანელებისთვის). ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ხელმისაწვდომია მასპინძლის მეურნეობიდან, რომელიც რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
აგროტურისტული მეურნეობა შავი ზღვის სანაპიროსთან და მაღალმთიან კურორტ ბახმაროსთან ახლოს მდებარეობს. ქ. ოზურგეთიდან 10 კმ დაშორებით. ტრადიციულ ორსართულიან სახლში სტუმრებს ეთმობა სასტუმრო ოთახი, 2 ორადგილიანი და 1 ერთადგილიანი საძინებელი ოთახი საზიარო სველი წერტილით. ყვავილნარითა და კივის ხეივნით გაფორმებულ ეზოში დგას ფიცრული სამზარეულო (სამზადი), ჭა და სასიმინდე. აქ ჩამოსულ სტუმრებს ექსკურსიების ორგანიზებაში მასპინძელი ოჯახი დაეხმარება.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
დიმიტრი გურიელის სასახლე — ხუროთმოძღვრების ძეგლი ოზურგეთში. ააშენა 1873 წელს თავადმა დიმიტრი გურიელმა (1822-1882), დიმიტრი გურიელი იყო გენერალ-მაიორი. დაიბადა ოზურგეთში 1822 წელს. იყო მამაია მეხუთის გამზრდელი ბიძის, ქაიხოსროს შვილი. მონაწილეობდა ყირიმის ომში და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომში. იყო ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკის მეთაური 1871 წლიდან. იმპერატორის ამალის განსაკუთრებული დავალების შემსრულებელი 1876 წლიდან. 1862 წელს 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე პრუსიის სამეფოს პრინცი ალბერტ ჰოჰენცოლერნი მოგზაურობდა კავკასიაში. 1865 წელს მან ბერლინში გამოსცა წიგნი, სადაც მოთხრობილია სტუმრობა დიმიტრი გურიელთან.
ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 2002 წელს და ის შენდება მოსახლეობის შემოწირულობებით და ერთადერთი ეკლესიაა საქართველოში, რომელიც ქრისტეფორე გურულის სახელს ატარებს.
ობიექტის აღწერა: ეკლესია დასრულების ფაზაშია. სიმაღლე: 76.9; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 10 წელი. გაიხსნა 2011 წლის 23 მაისს. ტაძრის წინამძღვარი თავიდან იყო მამა გაბრიელი, შემდგომ 1 წელი მამა პავლე ქინქლაძე, ხოლო ეხლა კი არის მამა დავით წულაძე წინამძღვარი.
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია და ყოველ კვირას მიმდინარეობს წირვა. სიმაღლე: 18.5; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1999 წლის 13 აპრილს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. (დღესასწაული გარდამავალია.) 2001 წლის 18 სექტემბერს შემოქმედმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა აკურთხა ტაძარი და აღავლინა წირვა.
ობიექტის აღწერა: ტაძარი მოქმედია და მუდმივად აღესრულება წირვა-ლოცვა. სიმაღლე: 41.3; ცენტრიდან დაშორება: 800მ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია გაიხსნა 2005 წელს. არის ბაზილიკური ტიპის. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი საბა ჟღენტი.
ობიექტის აღწერა: ტაძარი მოქმედია და მუდმივად აღესრულება წირვა-ლოცვა. სიმაღლე: 57.3; ცენტრიდან დაშორება: 1 კმ და 200 მ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია აშენდა 2011 წელს. ის აშენდა ბადრი წილოსანის დახმარებით. წინამძღვარი არის მამა გაბრიელი.
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია და ყოველ კვირას აღესრულება წირვა. სიმაღლე: 200.6; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია აშენდა 1896 წელს.
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედი და ყოველ კვირას იმართება წირვა. სიმაღლე: 259.2; ცენტრიდან დაშორება კმ.: 2,5კმ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია აშენდა 1989 წელს.
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია და ყოველ კვირას იმართება წირვა. სიმაღლე: 262.5; ცენტრიდან დაშორება: 2,5კმ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია აშენდა 2002 წელს. ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია; სიმაღლე: 260.5; ცენტრიდან დაშორება: 2,5კმ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია აშენდა 2004 წელს. ობიექტის აღწერა: სალოცავი მოქმედია. სიმაღლე: 266.7; ცენტრიდან დაშორება: 2,5კმ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
აშენებულია 2005 წელს მამულო გუდავაძის მიერ. ობიექტის აღწერა: მოქმედია, მიმდინარეობს წირვა-ლოცვა;
სიმაღლე: 106.3; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
ანტიკურ ეპოქაში აქ უკვე ჩნდება ქალაქური ტიპის დასახლება. აღმოჩენილია ანტიკურობისათვის დამახასიათებელი გათლილი კვადრებით ნაგები გალავნის ნაშთები. ობიექტის აღწერა: აღევლინება წირვა- ლოცვა
სიმაღლე: 385.1; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
ეკურთხა 2006 წლის 12 აგვისტოს. არქიტექტორი გახლდათ - თეიმურაზ ბურჭულაძე, მშენებელი - დიმიტრი ბურჭულაძე. აშენდა პაატა ბურჭულაძის შეწევნით. სიმაღლე: 249.6; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
აშენდა მერაბ და ნიძო გუბელიძეების ინიციატივით, მაგრამ დღესდღეობით შეუერთდა სრულიად საქრთველო, რადგან ძალიან ძვირადღირებული ჩუქურთმებია გამოყენებული. ობიექტის აღწერა: მშენებლობა მიმდინარეობს 12 წელია; სიმაღლე: 143.3;მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
კოხნარის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის XVIII – XIX საუკუნის გადმოცემაა, რომ აგებული იყო სიპი ქვით და დუღაბით. მდ. ხევისწყალიდან ტაძრამდე იდგა ხალხი და ერთმანეთს აწვდიდნენ ამ ქვებს და ასე აშენებულა ეს ტაძარი კვერცხით და დუღაბით. საეკლესიო მოღვაწეები იყვნენ უშვერიძეები და თევზაძეები - უკანასკნელი გახლდათ - მღვდელი სილიბისტრო თევზაძე. ამავე ტაძარშია დაკრძალული თავად წულუკიძის ახალგაზრდა ვაჟი (12 წლის). მისი ოჯახის წევრები ყოველ აღდგომას ეკლესიას წირავდნენ ამ ბავშვის სიმაღლე „დომნი პასკას“(ასე უწოდებდნენ) და მისი სიმაღლის კელაპტარს. აქვეა ნური გურიელიძის მიერ აშენებული სამლოცველო
ობიექტის აღწერა: პერიოდულად აღევლინება წირვა- ლოცვა; სიმაღლე: 294.6; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
გაიხსნა 2013 წლის 29 ნოემბერს, წმ. მათეს ხსენების დღეს. XVI საუკუნის ტაძრიდან შემორჩენილი მხოლოდ ჯვარი და ეკლესიის ფუძეზე. ობიექტის აღწერა: პერიოდულად აღევლინება წირვა- ლოცვა; სიმაღლე: 259.9;მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
ტაძარი აშენებულია გურამ ჩალაგაშვილის მიერ. ობიექტის აღწერა: მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი დასასრულებელი სამუშაოები; სიმაღლე: 224.3; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
სიმაღლე: 236.5; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
ვაშნარის ნაქალაქარი მდებარეობს ოზურგეთის დასავლეთით, ქალაქიდან 5 კმ-ზე. 1949 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა საფორტიფიკაციო ნაგებობა და მარტირიუმი _ მოწამის საფლავზე აგებული ქრისტიანული საკულტო შენობა. ვაშნარი გაშენებული იყო შემაღლებულ ადგილას, იქ, სადაც მდინარეები, სკურდუმი და ნატანები, ერთმანეთს ერთვის. ვაშნარის ციხე-ქალაქის მშენებლობისა და ძლიერების პერიოდი ისტორიკოს-მკვლევართა მიერ V-VII საუკუნეებით განისაზღვრება.
ციხე-ქალაქი სამი მხრიდან დაცული იყო ფლატენაპირიანი მდინარეებით, ხოლო აღმოსავლეთის მხრიდან, ბუნებრივი სიმაგრით დაუცველ ვაკე ადგილზე, ვაშნარელებს მაღალი ქვის მასიური კედელი აღუმართავთ და თავდაცვის გაუმჯობესების მიზნით ღრმა თხრილი გაუყვანიათ.
ქალაქის ყოველ მხარეს წყვილ-წყვილი ზღუდე იყო აგებული. ზღუდის კედელთან, ყოველ 40 მეტრზე, მდგარა მცირე ზომის კოშკი და სხვა ნაგებობანი, რომელთაგან აღნიშვნის ღირსია ადრეული ქრისტიანული ხანის ეკლესია და სამლოცველოს ნაშთები.
საინტერესოა ქართველ ისტორიკოს-მკვლევართა აზრი ვაშნარის შესახებ: IV საუკუნის დამლევისათვის თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს გამაერთიანებლის როლში გვევლინებიან ლაზები, რომელთა მიერ შექმნილ სახელმწიფოს ქრისტიანული წყაროები ეგრისს უწოდებენ, ხოლო ბერძენი და ბიზანტიელი ავტორები ლაზიკის სახელით იხსენიებენ. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ეგრისის სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად ოთხი მსხვილი საამშენებლო საქმიანობა, რაც ახალ სიმაღლეებს აღწევს... ვაშნარი-სპონიეთი-გურიანი სწორედ ამ საქმიანობის შედეგს უნდა წარმოადგენდეს.
ასკანის ციხე მდებარეობს სოფ. ასკანაში, მაღალ, ფრიალო კლდეზე, ოზურგეთიდან 17 კმ-ზე, ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს. ციხე ნაგებია ქვითა და კირხსნარით. შესასვლელის მარცხნივ გვირაბია, რომელიც ჩადის მდინარე ბახვისწყალზე.
ასკანის ციხეზე გამოიყოფა რამდენიმე საამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ფეოდალური ხანისაა, უახლესი _ XIX საუკუნისა.
არსებობს ვარაუდი, რომ ასკანის ციხე IV საუკუნეშია აგებული. ციხეში შემავალი კარიბჭის მარჯვნივ შეინიშნება ძველი ნაგებობის უტყუარი ნაკვალევი _ კლდოვან ქანში გამოკვეთილი საფეხურები; იქვე აღმოჩენილ იქნა ძველი მარანიც.
ხსენებული ქვის საფეხურები ცხადყოფს, რომ მათი საშუალებით ,,მკვიდრნი და მცველნი ამა ციხისანნი“ რომელიღაც ძველ ნაგებობაში შედიოდნენ.
ასკანის ციხე ორი კოშკის, წითელი მარმარილოთი ნაშენი სამლოცველოსა და რამდენიმე ხის ქოხისაგან შედგებოდა. სამლოცველო საკმაოდ დაზიანებულია, ხის ქოხები დანგრეულია. შიდა და გარე ზღუდეთა ირგვლივ მეომართა სადგომი ბაქნებია მოწყობილი; შეინიშნება ციხის კედლებში გამოჭრილი სათოფურები.
ციხის გარე ზღუდის დაქანებული კლდოვანი ფერდობის ძირში დიდი ზომის ხის ზედაპირი მოჩანს. აქედან იწყება ბახვის ხეობასთან დამაკავშირებელი, ციხიდან გამავალი საიდუმლო გვირაბი.
ასკანის ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორიები უძველესი დროიდანვე ყოფილა დასახლებული. ამას მოწმობს საინტერესო ნივთიერი კულტურის მდიდარი მასალა, რომელსაც თან ერთვის რამდენიმე ადგილას აღმოჩენილი ძვ. წ. I ათასწლეულით დათარიღებული რკინის ხანის ქურა-სახელოსნოები, რაც მოწმობს იმას, რომ ამ მხარეს საკმაოდ მაღალგანვითარებული მეტალურგიული წარმოება ჰქონია.
თამარის ციხე _ ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე მდებარეობს სოფელ ბუკისციხეში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ჩოხატაურიდან 6 კმ-ზე. იგი აღმართულია მდინარე სუფსის მარჯვნივ, მაღალ გორაზე, ე.წ. გურის ტბასთან. აქ ადამიანი ჯერ კიდევ გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. აღმოჩენილია გათლილი კვადრებით ნაგები გალავნის ნაშთები.
ამჟამად ციხის მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი. აშენებულია რიყის ქვით და მოცულობით არცთუ ისე დიდია; განლაგებულია მაღალ ბორცვზე და საკმაოდ ციცაბო მისასვლელი აქვს. ციხეს გარშემო უვლის ძლიერ დაზიანებული გალავანი. ციხის ჩრდილოეთ მხარეს მიდგმული მრავალსართულიანი კოშკის პირველ სართულზე გამოვლენილია წყლის საცავი ქვის დიდი ავზი და ქვისავე კიბის ნაშთი. მეორე სართული საცხოვრებელი ჩანს, მესამე სართული _ საბრძოლო დანიშნულებისა. ციხის აღმდგენად მოიხსენიება მამია III გურიელი, რომელიც XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ზეობდა. ციხე გურიის რუსეთთან შეერთებამდე კონტროლს უწევდა იმერეთიდან და მესხეთიდან შავი ზღვისკენ მიმავალ გზას.
ლიხაურის ციხე აიგო XII საუკუნეში მტრისგან თავდაცვის მიზნით. ადგილობრივმა მოსახლეობამ ციხის ასაშენებლად საკმაოდ ძნელი გზა ამოირჩია _ რიგში ჩამდგარი ადამიანები ერთმანეთს აწვდიდნენ რიყის ქვებს და ასე ააგეს ლიხაურის ციხე, რომელიც ხალხის ძლიერების სიმბოლოდ იქცა.
ციხე უკეთ დაცული რომ ყოფილიყო, მდინარესთან მიწისქვეშა გვირაბი აკავშირებდა. ამ გვირაბის ძირითადი მიზანი იყო, ალყაშემორტყმულ ციხეში მყოფ მებრძოლებს საკვებითა და სასმლით მომარაგებისთვის მუდმივი გზა ჰქონოდათ და შეძლებოდათ, მძინარე მტერს ზურგიდან დასხმოდნენ თავს. ასევე იყო დამაკავშირებელი საიდუმლო გვირაბი ერთ-ერთ ციხესთანაც, რომელიც ლიხაურის ციხის ახლოს მდებარეობდა. ეს გვირაბები საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა მტრისგან თავის დასაღწევადაც.
ციხეს იყენებდნენ მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის. მოგვიანებით იგი გურიის მთავარ გურიელის სარგებლობაში იყო. ის წარმოადგენდა როგორც სამთავრობო რეზიდენციას, ასევე ადგილს მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის.
ციხე ცნობილია, როგორც "თამარის ციხე", იმის მიუხედავად, რომ ქართველთა მეფე აქ არასოდეს ყოფილა. სავარაუდოდ, ეს სახელი ციხეს თითქოს ძალას მატებდა, რადგან თამარის სახელი ჩვენი ქვეყნის ძლიერების პერიოდს, "ოქროს ხანას" უკავშირდება. ციხეს ასევე ჰქონდა მეორე სახელი _ "წარმატების ციხე", რაც იმით აიხსნება, რომ მისი არსებობის მანძილზე ის არასოდეს დაუპყრია მტერს და გმირულად გაუძლო ყველა ომს.
გურიაში საპატიო ადგილი უჭირავს სოფელ შემოქმედს თავისი მდიდარი წარსულით. აქ ძველთაგანვე აღმართულია დიდებული მონასტერი, სადაც ისხდნენ მიტროპოლიტები, ,,შემოქმედელებად“ წოდებულნი.
შემოქმედი ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, ქალაქის ცენტრიდან 5 კილომეტრზე. თვითონ შემოქმედის მონასტერი, როგორც უმრავლესობა საქართველოს ეკლესია-ტაძრებისა, მაღლობზეა აგებული. სოფელსა და მონასტერს შუაში გიჟმაჟი მთის მდინარე, ბჟუჟი, ჩამოუდის. მდინარის მარჯვენა ნაპირას, გორაკის ძირში არის გამოქვაბული, რომელიც ადრე დაყუდებული ბერების ბინა ყოფილა.
თედო სახოკია იხსენებს: ,,მშვენიერი მდებარეობა აქვს თავად მონასტერს: სამხრეთ-დასავლეთით მოსჩანს ჯუმათის მთა, აღმოსავლეთით – აჭარის მთების მწვერვალნი, დასავლეთ-სამხრეთით – ერთი ნაწილი გურიისა და ფირუზის ფერი შავი ზღვა, რომელზედაც ჩიტების ოდენად მოსჩანს სანდლების გაშლილი აფრები“.
მონასტერი ორი ტაძრისაგან და სამრეკლოსაგან შედგება. მარჯვენა ტაძარი XII საუკუნის ,,ღვთაებაა“, მარცხენა _ XVI საუკუნის ,,ზარზმა“. ორივე ტაძარი ერთმანეთზეა მიშენებული.
შემოქმედის მონასტერი არამარტო გურიაში, მთელ საქართველოში ერთ-ერთ მდიდარ მონასტრად ითვლებოდა. ეს იყო სამარხი ადგილი გურიელთა. აქ დასაფლავებულნი არიან: გურიელი მამია, დედამისი, დედოფალი მარინე, შემოქმედელი ეპისკოპოსები...
გურიელები პატრონობდნენ შემოქმედის მონასტერს და ყოველთვის უხვი შეწირულობით ამდიდრებდნენ მას; აქვე პოვებდნენ უსაფრთხო ადგილს ძვირფასი ჯვარ-ხატები, ქართველების მიერ წამოსვენებულნი მტერთაგან აოხრებული სამცხე-საათაბაგოდან.
შემოქმედში დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: გულანი, ანუ საეკლესიო საკითხავებისა და ლოცვების კრებული, და ,,ფუტკარი“, ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგიერთი წმინდანის ცხოვრებათა კრებული. შემოქმედის გულანი 1004 ძალიან სქელ ქაღალდის ფურცელს შეიცავდა.
ჯუმათის სამონასტრო კომპლექსი ქალაქ ოზურგეთის ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრითაა დაშორებული. ის საკმაოდ მაღალი გორაკის მწვერვალზეა აშენებული. ეკლესიიდან ფართო ჰორიზონტი იშლება.
ჯუმათი შემოქმედის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო როლს ასრულებდა გურიის ისტორიაში. იგი ჯუმათელ ეპისკოპოსთა მდიდარი და პატივდებული კათედრა იყო; ჰქონდა დიდძალი უძრავი ქონება და ძვირფასი ხატები. ვახუშტის ცნობით, ,,მთის მაღალსა თხემსა ზედა არს ეკლესია ჯუმათს, დიდი, გუმბათიანი, დიდშენი...ზის ეპისკოპოზი, მწყემსი სუფსეის მდინარისა და რიონს შორისის ადგილთა“.
ჯუმათის სამონასტრო კომპლექსში შედის განვითარებული შუა საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია, სამრეკლო და სხვა ნაგებობანი. ეკლესიის ინტერიერის ფრესკები XVI-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ეკლესიაში ინახებოდა ქართული ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში – წმ. გიორგის XI საუკუნის ოქროს ხატი, რომელიც ეკლესიის გაძარცვის დროს დაიკარგა. ჩარჩოს ფრაგმენტი დაცულია ერმიტაჟში.
სოფელი ლიხაური მდებარეობს ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, აჭარა-გურიის მთების ერთ-ერთ კალთაზე. ლიხაური ისტორიული სოფელია. საყურადღებოა მისი პატარა, მაგრამ ძველისძველი, 1552 წ. კახაბერ გურიელის მიერ აშენებული ეკლესია, წამომართული მაღლობზე, სოფლის შუაგულ ალაგას.
ეკლესიას დასავლეთით მოდგმული აქვს ასევე პატარა სამრეკლო, რომელიც აშენებულია გურიის მთავრის, გიორგი გურიელისა და მისი მეუღლის, ელენეს დროს, 1442 წელს. როგორც ამ სამრეკლოს ხუცური წარწერებიდან ჩანს, ლიხაურს ძველად რეხეული რქმევია.
უდაბნო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამაღლების მთის ერთ-ერთ ციცაბო კალთაზე.
უდაბნოში ორი ეკლესიაა. ერთია ძველი, მცირე, კლდეში ნახევრად გამოკვეთილი, რომლის აგების თარიღი უცნობია. არქიტექტურული მონაცემების მიხედვით, ეკლესია VI საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება. მეორე ეკლესია, უგუმბათო, ვრცელი, დარბაზული ტიპის ნაგებობა, თლილი ქვისგან ყოფილა ნაგები. წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია აუშენებიათ 1858 წელს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე, არქიმანდრიტ გაბრიელ ტუსკიას (შემდგომში გურიის ეპისკოპოსი) წინამძღვრობის დროს. ახლა მისი მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.
უდაბნოს ერთ-ერთი წინამძღვარი იყო იოსებ ტუსკია, შემოქმედის გულანის გადამწერი, რომელიც ისტორიულ საბუთებში აღიარებულია ,,ხელმწიფე გურიელის კარის მოძღვრად“ (იგულისხმება მამია IV გურიელი, XVIII ს.) და, ამასთან, ,,საჯუმათლოს მომწყსოდ, ქორეპისკოპოსად"...
მონასტერს მდიდარი წიგნსაცავი ჰქონია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია "უდაბნოს მრავალთავი", რომელიც 1920 წელს აკაკი შანიძემ აღმოაჩინა. პალეოგრაფიული და ენობრივი ნიშნების მიხედვით მას IX საუკუნეს მიაკუთვნებენ და, მეცნიერების აზრით, არაფრით ჩამოუვარდება ცნობილ სინურ მრავალთავს (864 წ.). დიმიტრი ბაქრაძემ მონასტერში აღმოაჩინა სახარების თარგმანები იოანე ოქროპირისა და მეტაფრასი, ანუ წმინდანთა ცხოვრება; ასევე უდაბნოს 29 გუჯარის კრებული. მასში ჩამოთვლილია გურიელების, ერისთავებისა და სხვა სამღვდელოთა თუ ერისკაცთა შემოწირულობანი უდაბნოსადმი. წიგნსაცავში ინახებოდა ძველთაძველი, მდიდრულად შემკული ბაქარისეული ბიბლია (1743 წ.).
ჯიხეთის დედათა მონასტერი ლანჩხუთის რაიონის სოფელ სამება-ჯიხეთში მდებარეობს.
გურიის დედათა მონასტრის დიდებული ტაძარი სახელგანთქმულმა ხუროთმოძღვარმა, ილარიონ მენაბდემ ააგო. ტაძრის მშენებლობა 1895 წელს დასრულდა. მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ წერა-კითხვასაც ასწავლიდნენ და საოჯახო საქმესაც, ხელგარჯილობასაც.
მონასტრის ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, თუ რა მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ აქაურ დედებს ათონის იოანე მახარებლის სახელგანთქმულ მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა იონამ, სამება-ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.
ეკლესია მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერკეთში, მდინარე გუბაზეულის მარჯვენა ნაპირზე. ერკეთი ძველად გურული ერისთავების მამული ყოფილა. ერკეთის ეკლესია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზეა აგებული. სავარაუდოდ, მონასტერი თარიღდება X-XI საუკუნეებით. აგების წესითა და ჩუქურთმებით ლიხაურის ეკლესიას ჩამოჰგავს. სამი კარიბჭე აქვს. შიგნით ნათელი საღებავებითაა მოხატული. აქვეა დაცული ერკეთის გულანი, რომლის მინაწერშიც იკითხება: ,,დაიწერა და შემოიწერა წმიდა ესე გულანი ეპისკოპოსობასა ცაიშელ მამათ-მთავრისა მაქსიმესი".
სიმაღლე: 263, ცენტრიდან დაშორება: 3,7 კმ; მუნიციპალიტეტი ოზურგეთი
ობიექტის აღწერა: არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი ვ. მელითაური ტაძრის აგებას XVII - XVIII სს. მიჯნაზე მიუთითებს. წმ. მარინეს ეკლესია დანგრევას გადარჩენილა და ჩვენამდეა მოღწეული. შიგნითა კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი, ამეკლესიის კარები, რომელიც ახლაც დაცულია, დამზადებული ყოფილა ვენახის მასალისაგან. სიმაღლე: 197.9 ; ცენტრიდან დაშორება: 3 კმ; სამანქანე გზიდან დაშორება: 50 მეტრი; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.
ობიექტის აღწერა: სოფ. მთისპირში ასკანის ციხესა და ოქროსქედის აღდგენილ ეკლესიასათან ერთად ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია იოანე ნათლისმცემელის სახელობის ვანისქედის დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი XI საუკუნეში აუგიათ. XVII საუკუნეში საფუძვლიანად განუახლებიათ, XIX საუკუნეში კი დანგრეული ეკლესიის დიდი ნაწილი აღუდგენიათ. სიმაღლე: 466.1; ცენტრიდან დაშორება: 4 კმ; სამანქანე გზიდან დაშორება: 40 მეტრი; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.
ლეგენდა: სოფლის ნაპირას, გორაკზე დგას ფერისცვალების სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესია. გადმოცემის თანახმად ეკლესიაში უცხოვრია ვინმე მონაზონ მარიამს, რის გამოც გორაკს „მარიამის გორს“ ეძახიან.
ობიექტის აღწერა: ეძახიან. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. 2004 წელს ძველ საძირკველზე ახალი ეკლესია დააშენეს. ახალი ეკლესია აშენებულია მომცრო ზომის რიყის ქვით, ხოლო კუთხეები გამოყვანილია თლილი მომწვანო ფერის ქვებით. ეკლესიის ძველი წყობიდან შემორჩენილია სამხრეთის შესასვლელი, ხოლო დასავლეთის შესასვლელი ახალია. ეკლესიას სარკმლები დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფასადებზე აქვს. ამჟამად ეკლესია მოქმედია და დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. სიმაღლე: 304.9; ცენტრიდან დაშორება: 3 კმ; სამანქანე გზიდან დაშორება: 60 მეტრი; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.
წარმოადგენდა.შემოქმედის ხუროთმოძღვრული კომპლექსი ოთხ ძეგლს მოიცავს,მათგან ორი ეკლესია: 1. შემოქმედის ღვთაების ეკლესია 2. ე.წ. ,,ზარზმა” იგი გურიის მთავარმა ვახტანგ I-მა საგანგებოდ ააშენებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოტანილი ფერიცვალების ხატის დასასვენებლად და ეკლესიამაც სახელი აქედან მიიღო. 3. XVI საუკუნის სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობანი. 4. სამრეკლო.ამასთანავე,შემოქმედის კომპლექსს მიეკუთვნება ეკლესია ,,გორის გვერდისა“. იგი განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლადაა მიჩნეული და დღეს მისი გალავანი და ნანგრევებია შემორჩენილი. სიმაღლე: 233.3 ; ცენტრიდან დაშორება: 2 კმ; სამანქანე გზიდან დაშორება: 300 მეტრი; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.
წმ. გიორგის სახ. უძველესი ტაძარი მდებარეობს სოფ. დვაბზუში ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს. ეკლესია V-VI საუკუნით თარიღდება, ხოლო სამრეკლო კი X საუკუნით. სიმაღლე: 142.5 ; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.
ეკლესია აიგო 2000 წელს. მისი აშენება დააფინანსა შუხუთის მკვიდრმა ბიზნესმენმა თემურ ჩხაიძემ.
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია და ყოველ კვირას მიმდინარეობს წირვა. სიმაღლე: 32.1 ; ცენტრიდან დაშორება კმ.: 50მ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესის მშენებლობა 2003 წელს დაიწყო. მშენებლობა დასრულებულია მაგრამ წირვა ჯერ არ ტარდება საეკლესიო ნივთების არქონის გამო. მხოლოდ პარაკლისები ტარდება. ეკლესიის მღვდელი მღვდელ -მონაზონი დავით შეწირულია. ის, ამავე დროს, ნინოშვილის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტრის წინამძღვარია.ეკლესია კარლო გუჯაბიძის დახმარებით აშენდა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. სიმაღლე: 55.8; ცენტრიდან დაშორება: 50მ; სამანქანე გზიდან დაშორება: 50მ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
აჭის ეკლესია – წმინდა გიორგის სახელობის XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისში აგებული.