შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოთო კახიძე ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად - ვინ იბრძოლებს იმერეთის მანდატებისთვის "ევროპელებიდან"?

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 აგვისტო 2020

"ევროპული საქართველოს" ეგიდით ქუთაისის მაჟორიტატი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ოთო კახიძე იბრძოლებს. დეპუტატობის კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ცოტა ხნის წინ წარადგინა. 

პროფესიით იურისტი ოთარ კახიძე მოქმედი პარლამენტის წევრია, ის საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობიდან" შევიდა, თუმცა პარტიის გაყოფის შემდეგ, 2017 წლიდან "ევროპულ საქართველოს" წარმოადგენს.

კახიძის მთავარი კონკურენტი ოპოზიციური სპექტრიდან გრიგოლ ვაშაძე იქნება, რომელიც, დიდი ალბათობით, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ხოლო მმართველი ძალის მხრიდან მას ექიმი ზაზა ლომინაძე დაუპირისპირდება, რომელიც, ასევე სავარაუდოდ, მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერით ისარგებლებს. 

რაც შეეხება გიგი წერეთელს, რომელსაც ქუთაისის მაჟორიტატი დეპუტატის მანდატისათვის ბრძოლის გამოცდილება უკვე აქვს, ისევ იმერეთში იყრის კენჭს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ამჯერად ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის მოსახლეობის ნდობის მოპოვებას შეეცდება. 

აღსანიშნავია, რომ წინა არჩევნებში წერეთელს მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერა ქონდა, თუმცა,  მან ბრძოლა "ქართული ოცნების" კანდიდატთან კობა ნარჩემაშვილთან წააგო. წერეთელი არჩევნების შედეგების გაყალბებასა და გაუქმებული ბიულეტენების მაღალ პროცენტზე მიუთითებდა, მის წინააღმდეგ იმოქმედა ასევე ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციულ რესურსის  მობილიზებამ, რაც საბოლოო შედეგზე აისახა. 

სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში, როგორც მოსალოდნელი იყო, აკაკი ბობოხიძე დასახელდა. 

"პირდაპირ ეპიცენტრში" კი როგორც ბაქრაძემ განაცხადა, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქშიი  სერგო რატიანი იბრძოლებს. "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ მხარეში წარდგელ კანდიდატს ადგილობრივების მხარდაჭერის მისაღებად, რასაკვირველია" განსაკუთრებული მობილიზება დაჭირდება. 

საერთო ჯამში,  "ევროპულმა საქართველომ" დეპუტატების კანდიდატები 18 საარჩევნო ოლქში დაასახელა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია