გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2018 წლიდან დღემდე, ევროკავშირის 20 ქვეყნის მასშტაბით საქართველოს 137 მოქალაქეა დაკავებული

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მარტი 2019

2018 წლიდან დღემდე, ევროკავშირის 20 ქვეყნის მასშტაბით საქართველოს 137 მოქალაქეა დაკავებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ შორის 9 ე.წ. კანონიერი ქურდია.

„საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 9 ე.წ. კანონიერი ქურდი“, - განაცხადა ჭელიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია