შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ SMS შეტყობინებების დამატებითი სერვისი აამოქმედა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მარტი 2019

 გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, აბონენტთა მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, SMS შეტყობინებების დამატებითი სერვისი 333 აამოქმედა.

სემეკის რეგულაციის გათვალისწინებით, კომპანიის აბონენტებმა,  ბილინგის მონაცემთა ბაზაში მითითებული საკონტაქტო სატელეფონო ნომრიდან შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად უნდა გააგზავნონ სმს შეტყობინება 90046 ნომერზე შემდეგი სიმბოლოების გამოყენებით:

333 სმს სიმბოლოს ტექსტის გაგზავნით, აბონენტები ერთჯერადად მიიღებენ ელექტრონულ ქვითარს დარიცხული გადასახადისა და დავალიანების შესახებ.

111 სიმბოლოს ტექსტის გაგზავნით, ბონენტი ხელახლა მიღებს ინფორმაციას ბოლო შეტყობინების შესახებ თუ მომხმარებელს სურს საკონტაქტო ნომრის ან ელექტრონული ფოსტის შეცვლა,  სმს ტექსტად 222 ერთად უნდა მიუთითოახალი ნომერი ან ელექტრონული მისამართი  (მაგ:  222xxxxxxxxx  ან 222xxx@xxxx.ge ).

აღნიშნული სმს სერვისებით სარგებლობლობა აბონენტებისთვის უფასოა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია