„ტორპედოს“ ახალ სპორტულ დირექტორად საქართველოს პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი ლაშა დვალიშვილი დაინიშნა.
ამ პოსტს გიორგი შენგელია იკავებდა, რომელმაც კლუბი შარშან დეკემბერში დატოვა. გუნდის პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ კი სპორტული მიმართულება გუნდის პიარსამსახურის ხელმძღვანელ ლაშა დვალიშვილს ჩააბარა.
დვალიშვილი საქართველოს პირველი არხის სპორტული გადაცემის წამყვანი იყო, მუშაობდა ფეხბურთის ფედერაციის პიარსამსახურში, ქუთაისის „ტორპედოში“ კი 2021 წლიდან საქმიანობს.
1tv.