კაჭრეთში ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი მძიმედ დაშავადა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გურჯაანის და საგარეჯოს საავადმყოფოებში მოათავსეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.