გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილს აღვუდგენ მოქალაქეობას"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 მარტი 2019

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ანატოლი გრიცენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას დაუბრუნებს.

„თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას მოისურვევბს, მე აღვუდგენ მას მოქალაქეობას. მივიჩნევ, რომ მას უხეშად, არაკანონიერად მოექცნენ. სახელმწიფო ასე იოლად არ უნდა გასცემდეს და არ უნდა ართმევდეს პასპორტს", - განაცხადა ანატოლი გრიცენკომ.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს.

ანატოლი გრიცენკო ამჟამად უკრაინის პარლამენტის წევრია. 2005-2007 წლებში ის უკრაინის თავდაცვის მინისტრი იყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია