შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ესენი უკვე მავნებლებიც აღარ არიან. აშკარად მტრები გახდნენ საკუთარი ქვეყნის"- ოქრუაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 მარტი 2019

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ესენი უკვე მავნებლებიც აღარ არიან. აშკარად მტრები გახდნენ საკუთარი ქვეყნის.

გუშინ ეკონომიკის მინისტრის ქობულიას დავალებით ხელშეკრულება გააფორმეს აფხაზეთისათვის რუსეთიდან 45 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის შესყიდვის და უფასოდ მიწოდების შესახებ.

მარტივად რომ ვთქვათ, რუსულ ბაზებს, ოთხოზორიას მკვლელებს და ათას ნაძირალას ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ნაყიდი დენით უფასოდ ამარაგებს ივანიშვილი. მაშინ, როდესაც აქ 100 000-ზე მეტი ბავშვი შიმშილობს და ჯარისკაცს ფორმას ვერ აცმევენ. ენგურჰესი დაცალეს, 50 %-ზე მეტი ელექტროენერგია ისედაც უფასოდ აჩუქეს აფხაზებს და დამატებით რუსეთიდან უყიდეს.

მაგ მავნებლურ სქემას კალაძემ ჩაუყარა საფუძველი, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი იყო. მოვა დრო და ყველას მოეთხოვება."- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია