შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის საცურაო აუზი საგაზაფხულო სეზონს იწყებს

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მარტი 2019
ხვალიდან გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზი ფუნქციონირებას დაიწყებს. სპორტული გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსის გიორგი ენუქიძის განმარტებით, სააბონემენტო გადასახადი უცვლელია.


„დასრულდა აუზის გაწმენდა და შეივსო წყლით. ხვალიდან უკვე ჩეულებრივ მივიღებთ მსურველებს. მიუხედავად იმისა, რომ დენსა და გაზზე გადასახდი მოგვემატა, აბონემენტი არ გაგვიძვირებია, ძველ ფასებს ვინარჩუნებთ.“


გიორგი ენუქიძის თქმით, ვარჯიშს ჩვეულ რეჟიმში დაიწყებენ ასევე სპორტული ჯგუფები. გარდა ამისა, სპორტკოპლექსში ასევე გაიხსნა გოგონებისთვის ფრენბურთისა და კალათბურთის უფასო წრეები, სადაც მოზარდების მიღება უკვე დაიწყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია