შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მაგიდის ჩოგბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019–ის ფინალი გაიმართა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 მარტი 2019
რეგიონის პირველობისათვის სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდნენ. რამდენიმე საათიანი დაძაბული თამაშის შემდეგ, პირველი ადგილი გოგონებში ასპინძის გუნდმა დაიკავა, მეორეზე ადიგენის გუნდი გავიდა. რაც შეეხება ვაჟებს, აქ პირველ ადგილზე ახალქალაქის გუნდი გავიდა, ხოლო მეორე ადგილი ასპინძის გუნდს ხვდა წილად.თამაშებს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია. გამარჯვებული გუნდები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასული გუნდები კი ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია