შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში კომბინატის დასახლებაში ავარია მოხდა (PHOTO)

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მარტი 2019
გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარი ავარიის ფოტო ვრცელდება. ავტომანქანა, რომელსაც დაზიანებული აქვს მარჯვენა მხარე, გადასულია ტროტუარზე, შემდეგ  განათების ბოძს საბარგულის მხრიდანაა შეჯახებული. ავარიის ამსახველი ფოტო თვითმხილველმა გადაიღო და მიზეზებს საპატრულო პოლიცია არკვევს. შემთხვევა კომბინატის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დაშავებულია ორი მამაკაცი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია