შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ველოდები მაგარ დისკუსიას"- მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 მარტი 2019

„რომში პოლიცია, განსხვავებით ლიეჟისგან,მართლა უმაღლეს დონეზე მუშაობს. ჯერჯერობით იდეალური წესრიგია ჩვენი შეხვედრის ადგილის გარშემო. მე უკვე დარბაზში ვარ და დავიწყე ცალკეულ ჯგუფებთან შეხვედრა.მართლა ძალიან საინტერესო ხალხია ჩამოსული, ველოდები მაგარ დისკუსიას,"- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ფორუმის ორგანიზატორთა განცხადებით, შეხვედრაზე დამსწრეთა ვინაობა, ლიეჟის გამოცდილებიდან გამომდინარე, მკაცრად გაკონტროლდება.

10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში ემიგრანტებთან შეხვედრა სკანდალის ფონზე გაიმართა. სააკაშვილის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ემიგრანტებს ფორუმზე დასწრების საშუალება არ მისცეს,მათ შორის , ჟურნალისტ შალვა რამიშვილსაც. რამიშვილი რომის შეხვედრაზეც ჩავიდა.

 "2020news.ge"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია