შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ანალიტიკოსების აზრით რუსეთი, ივანიშვილს არჩევანის წინაშე აყენებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მარტი 2019

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში – სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ ანაკლიის პროექტის გამო ბიძინა ივანიშვილმა კრემლისგან პირდაპირი მითითებები მიიღო.

“კვირის აქცენტებში” გაკეთებული განცხადების მიხედვით, ამერიკის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს გავლით ირანთან ურთიერთობის გზის გამონახვა იყო. საუბარია, რომ საქართველო გამოყენებული იყოს ალტერნატიულ გზად ლოჯისტიკისთვის, რაშიც გადამწყვეტი როლი ანაკლიის პორტს აკისრია. ექსპერტები თვლიან, რომ ეს პროექტი რუსეთისთვის სწორედ ამიტომაც არის კატეგორიულად მიუღებელი.

„ბატონი ბოლტონი იყო ჩამოსული, რომელმაც ისაუბრა ირანთან მიმართებაში ჩვენს შესაძლო მხარდაჭერაზე, თუ დაჭირდა საქართველო გამოყენებული იქნას ალტერნატიულ გზად ლოჯისტიკისთვის. აქ იყო რამოდენიმე სამხედრო დეტალზე საუბარი, შესაძლოა სამხედრო მიზნებისთვის იყოს გამოყენებული ანაკლია. რუსებისგან ძალიან მწვავე რეაქცია იყოს ამაზე. შოიგუს განცხადება, რომ თქვენ, ბიჭებო, ფრთხილად იყავით და თითი დაგვიქნია, და საქართველო ახსენა ამ კონტექსტში, ეს ნიშნავს, რომ წმინდა სამხედრო კუთხით მიიღეს რუსებმა. აბაშიძის დაბარება არის ამ ყველაფრის გაგრძელება.

ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მან შეიძლება ბევრად უხეში მეთოდებით დაიწყოს ქვეყნის შიგნით თამაში,“-ამბობს ნოდარ ხარშილაძე.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ მოსკოვმა ბიძინა ივანიშვილი სერიოზული არჩევანის წინაშე დააყენა.

„ამის გამო არის ზეწოლა ივანიშვილზე. საქართველოს რეალური სუვერენიტეტის დაცვა,  ფაქტობრივად იწვევს რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას , არის დიდი საფრთხე“-განაცხადა ”მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე გია ნოდიამ.  

ნოდია არ გამორიცხავს, რომ რუსეთის სასარგებლოდ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს სუვერენტიტეტი დათმოს.

“რუსთავი2”

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია