შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მერიამ 13 პოზიციაზე თანამშრომლები შეარჩია

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მარტი 2019
კონკურსის შედეგად შერჩეულ თანამშრომლებს ოფიციალურად მუშაობა არ დაუწყიათ. "ცამეტივე პირმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს, ამის შემდეგ კი დაინიშნებიან შესაბამის თანამდებობებზე", – განგვიმარტეს მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიართობის სამსახურში.როდის გამოცხადდება კონკურსი ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე, რომლებზეც საკონკურსო კომისიამ თანამშრომელი ვერ შეარჩია, უცნობია.ვაკანტური პოზიციებია:პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი;სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი;მეორადი სტრუქტურული ერთეულის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი;პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში.შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიაში ვაკანტურ პოზიციებზე 80 კონკურსანტის 210 განაცხადი შევიდა. დოკუმენტების გადარჩევის შემდეგ, საკონკურსო კომისიამ გასაუბრებაზე, 48 კონკურსანტი დაიბარა.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია