შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

82 წლის ვლადიმერ გალუსტიანის საქმეზე შსს–მ მოკვლევა დაიწყო

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მარტი 2019
დიდიმამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 82 წლის ვლადიმერ გალუსტიანის საქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მას შემდეგ დაინტერესდა, რაც "სამხრეთის კარიბჭემ" მასალა გამოაქვეყნა. უწყებამ წინასაგამოძიებო მოქმედებები 1–ელ მარტს დაიწყო. "ამჟამად მიმდინარეობს გასაუბრებები, რაც გულისხმობს წინასაგამოძიებო მოქმედებებს. ამისი საფუძველი მედიაში გავრცელებული ინფორმაციაა", – გვითხრეს შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.ლოგინად ჩავარდნილი ვლადიმერ გალუსტიანი ორ ალკოჰოლდამოკიდებულ შვილთან ერთად ახალციხეში, დიდიმამიშვილის პირველში ცხოვრობს. როგორც ერთ–ერთი შვილის სიდედრი ამბობს, 82 წლის კაცზე შვილი ფიზიკურად ძალადობს. მეზობლები აცხადებენ, რომ სახლიდან ჩხუბისა და ტირილის ხმა ხშრიად გამოდის. [ავთო ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია