იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუსები საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაში ლიდერები გახდნენ

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 თებერვალი 2023

2022 წელს, რუსები საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაში ლიდერები იყვნენ. ამის შესახებ სტატიას რუსული მედია აქვეყნებს, რომელიც BD-GROUP-ის მონაცემებს ეყრდნობა.

მონაცემების მიხედვით, რუსების წილმა უცხოელების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენაში 86,32% შეადგინა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ 2022 წლის ბოლოს საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით 253,5%-ით გაიზარდა.

"რუსები აქტიურად ყიდულობენ ბინებს ბათუმში. ამავდროულად, ახალ შენობებზე ძირითადი მოთხოვნა სამშენებლო მზადყოფნის მაღალ ეტაპებზეა. მთავარი განსხვავება უცხოელებსა და რუსებს შორის არის ის, რომ ისინი ერთდროულად ყიდულობენ რამდენიმე ობიექტს და ისინი უფრო მაღალი დონის არიან", - ეუბნება რუსულ მედიას BD-GROUP-ის დამფუძნებელი, დარია ბოროდინა, რომელსაც სააგენტო ბათუმში აქვს. 

ყველაზე აქტიურ მყიდველებს შორის რუსების გარდა, ბელარუსის, უკრაინის, ისრაელის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეები სახელდებიან. 

 
 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია