შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს " - ხაინდრავა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მარტი 2019

„გაზპრომიც", მითია, რადგან „ნაციონალებში" არანაირი არგუმენტები აღარ არსებობს, რომ რამენაირად ზედაპირზე იტივტივონ. ამიტომ რჩება მითები, „გაზპრომის" და რაღაც „პრომების" შესახებ..." - ასე ეხმაურება „რეპორტიორთან" რეჟისორი გოგა ხაინდრავა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 6 მარტს დაანონსებულ აქციას, სახელწოდებით - „ არა გაზპრომს".

პარტიის ორგანიზებით, აქციის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვში ჩაებმებიან. 

„ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მათი პროტესტი „გაზპრომის" მიმართ მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება. 

„მინდა გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს - ეს მხოლოდ მითია. „პრომები" მაშინ უნდა გახსენებოდათ, როდესაც მთელი საქართველო რუსეთს მიჰყიდეს, როდესაც რუსეთის შეკვეთით 2008 წლის აგვისტოში ომი დაიწყეს, როდესაც მიწების 25% გადააბარეს, პირდაპირ ხელიდან ხელში მიართვეს და როდესაც რუსული ფულით იკვებებოდნენ... ასე რომ, „გაზპრომის" თემა „ნაციონალური მოძრაობისგან" ეს იგივეა, რომ ბორდელში უმწიკვლობასა და უმანკოებაზე მიდიოდეს ლაპარაკი", - აცხადებს ხაინდრავა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია