გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილს ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი" - სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მარტი 2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი.

„არაა საიდუმლო,რაც ახლა განაცხადეს-ყველაფერი,რასაც მე ვლაპარაკობდი ივანიშვილზე და თიბისი ბანკის ურთიერთობაზე და ქართველი ხალხის ხარჯზე ივანიშვილის გამდიდრებაზე, დღეს ხაზარაძემ საკუთარი პირით დაადასტურა. მან დღეს მინიმუმ, სამი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა ივანიშვილი. ქვეყანას მართავს კლასიკური კრიმინალი და მთელი მოსახლეობა მისი მძევალია. შველა უკვე გზაშია-მძევალიც გათავისუფლდება და დამნაშავესაც მიეჩინება თავის ადგილი“. წერს მიხეილ სააკაშვილი

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია