იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აუდიტის სამსახურმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ფინანსური დოკუმენტაცია პროკურატურას გადაუგზავნა

წყარო:   /  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მარტი 2019

აუდიტის სამსახურმა ქუთაისის მერიის მიერ მიღებულ გარკვეულ გადაწყვეტილებებში დანაშაულის ნიშნები გამოავლინა. ქუთაისში პრობლემას არაეფექტურად დახარჯული თანხები და უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები წარმოადგენს.

აუდიტის სამსახურის ანგარიშებიდან ირკვევა, რომ მერიამ 4,3 მლნ ლარი კომპანიას სოციალური სახლის მშენებლობისთვის გადაუხადა, თუმცა სახლი საცხოვრებლად უვარგისი გამოდგა. ამას გარდა, აუდიტის სამსახური მერიასა და კომპანიას შორის შესაძლო გარიგების რისკებს ხედავს. 

ანგარიშების მიხედვით ირკვევა, რომ 2015-2017 წლებში ქუთაისის მერიამ 715 600 ლარი არაეფექტურად, საჭიროების დასაბუთების გარეშე დახარჯა. თანხა გარე განათების ქსელის შემოვლა-დათვალიერებასა და მრიცხველების შემოწმებას მოხმარდა, ასევე მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდებოდა გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია. 

ქუთაისში პრობლემები ამით არ დასრულებულა. აუდიტის ანგარიშში ასევე საუბარია ასათიანის ქუჩაზე უხარისხოდ მოწყობილ სანიაღვრე სისტემაზე, რისთვისაც მერიამ 168 200 ლარზე მეტი დახარჯა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ადასტურებენ, რომ საქმეები, სადაც შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება გადაგზავნილია საგამოძიებო უწყებაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია