სამეგრელო

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბაშელმა ძიუდოისტმა ევროპის ღია პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სპორტი
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 მარტი 2019
აბაშელმა მარიამ ჭანტურიამ ევროპის ღია პირველობაზე მესამე ადგილი მოიპოვა. ძიუდოისტი -70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. პირველ შეხვედრაში მან უნგრელ ეველინ სალანკის სძლია, შემდეგ ფრანგი მაია ტოერი მოახსნევინა გაფრთხილებებით. სპორტსმენი მეოთხედფინალში გერმანელ არა მაკლებურგთან დამარცხდა და ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძო.

მესამე პოზიციისთვის მარიამ ჭანტურია ჩინელ სუნ ანქის დაუპირისპირდა და იპონით მოუგო.

ძიუდოისტმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 2017 წელს ოქროს მედალი მოიპოვა, 2016 წელს კი ახალგაზრდებს შორის კი ბრინჯაო ევროპის პირველობაზე.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია