სამეგრელო

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოთში შესაწირი ყუთიდან ფული მოიპარეს

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მარტი 2019
ფოთში, პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის გვერდით მდებარე სამლოცველო გაქურდეს. კარი შემტვრეულია, გატეხილია შესაწირი ყუთი, საიდანაც თანხა წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ გამოძიება მომხდართან დაკავშირებით 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

„დანაშაულის ჩადენაში მხილებულია არასრულწლოვანი, რომელიც აღიარებს დანაშაულს“, - განმარტეს უწყებაში.

შსს-ში ამბობენ, რომ წაღებული თანხის ოდენობას გამოძიება დაადგენს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია