იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკურ მდივნად დაბრუნდა

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 მარტი 2019

"ქართული ოცნების" დღეს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. იგი პარტიაში პოლიტიკური მდივნის პოზიციას დაიკავებს და ამ თანამდებობაზე გია ვოლსკის შეცვლის.


ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ოფიციალური განცხადება ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერის განცხადებით, ასევე შეიქმნა ახალი თანამდებობა - პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის საბჭო, რომლის ხელმძღვანელადაც გია ვოლსკი დაინიშნა.

 

„პირველი თაობის“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ხელისუფლებაში 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოვიდა. მანამდე ის სხვადასხვა დროს ბანკ „ქართუში“, სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფში“ და საქველმოქმედო ფონდ „ქართუში“ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. „ოცნების“ კაბინეტში ის ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, 2015 წლის ნოემბერში კი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში, 2014 წლის 27 ივნისს, საქართველოს სახელით ხელი მოაწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას. ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს შეიქმნა სოლიდარობის ფონდი, რომელიც საჯარო და კერძო სექტორიდან ფინანსური რესურსების მობილიზებასა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას ემსახურება.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია