გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიცოცხლეს სექსი და სიცილი ახანგრძლივებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 მარტი 2019

ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმებმა სიცოცხლის გახანგრძლივების 30–მდე საშუალება ჩამოაყალიბეს. რეიტნგში პირველი ადგილი სექსმა დაიკავა. 

როგორც ირკვევა, აქტიური სქესობრივი ცხოვრება სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს, გარდა ამისა სექსის დროს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონი ენდორფინი გამომუშავდება. 
განსაკუთრებით სასარგებლო სექსი დილით ყოფილა, რადგან ამ დროს სისხლში შაქრის დონე დაბალია და სქესობრივი აქტის დროს ყველა დაგროვილი კალორია გადამუშავდება. 

რეიტნგში ასევე მოხვდნენ: სიცილი, პირის ღრუს მოვლა, 7 საათიანი ძილი, პურის ქერქი (იგი 8–ჯერ მეტ სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტ პრონილიზინს შეიცავს, ვიდრე მთლიანად პური), პომიდორი, ნიორი, თხილი, შოკოლადი, შავი ან მწვანე ჩაი, წიგნის კითხვა, ბუნებაში სეირნობა, სისხლის გაცემა (დონორ მამაკაცებს იშვიათად ემართებათ ინფარქტი), კლასიკური მუსიკის მოსმენა, სალსა (სალსას ცეკვის დროს საათში 420 კალორია იწვის), დაოჯახება, ოჯახის წევრებთან სიახლოვე, სახლის დალაგება, საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფა, რელიგიური რწმენა, ახალი ხელობის ან რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავალა, შინაური ცხოველის მოვლა და ა.შ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია