შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"წელს სოცმუშაკების რაოდენობა 300-მდე გაიზრდება" - სერგეენკო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 მარტი 2019

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის კომიტეტის წინაშე წარსდგა. მინისტრის გამოსვლის მთავარი თემა სოციალურ საკითხეებს შეეხო.

“სოციალური სამუშაოს განუყეფელი ნაწილი სოციალურ მუშაკებზე მოდის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პროფესია და სოც. მუშაკების ფუნქციები წლების განმავლობაში იზრდებოდა და დღესდღეობით ის საკმაოდ ფართოა. ესენია: ბავშვზე ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენა, მათზე რეაგირება და შემდგომი ინტერვენციების დაგეგმვა; მეურვეობის, მზრუნველობის, მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობა; ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ზედამხედველობა; დამცავი და შემაკავებელი ორდერების და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში მონაწიელობა; არასრულწლოვანთა დაკითხვის პროცესში მონაწილეობა; ოჯახური დავების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება; ფულადი და არაფულადი დახმარებების საკითხებში მონაწილეობა და ამ საკითხებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება: როგორიცაა ოჯახებთან გასაუბრება, კონსულტირება, სერვისების მიღებაში დახმარება და სხვა.

სოციალური მუშაკების სამუშაო მოცულობის ზრდასთან ერთად გაჩნდა საჭიროება სოციალური მუშაოკების რაოდენობის გაზრდის. შესაბამისად ხორციელდებოდა სოციალური სამუშაოს გადახედვა და ადმინისტრაციული რესურსის ზრდა. თუ 2009 წელს სოციალური მუშაკების რაოდენობა იყო 171, 2018 წელს მათი რაოდენობა 244-მდე გაიზარდა. 2019 წელს კი დაგეგმილია 50 მუშაკის დამატება და მათი რაოდენობის თითქმის 300-მდე გაზრდა.

სოციალური მუშაკების საჭიროებების შესასწავლად შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომლის მთავარ მიზანსაც კომუნიკაციისა და უკუკავშირის ეფექრური სისტემის შექმნა წარმოადგენს.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ასევე უშუალოდ სოციალური მუშაკები . საბჭომ მიიღო 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური მუშაკების სამუშაოს რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვას, კომუნიკაციის გაძლიერებას მუშაკებსა და ხელმძღვანელ პირებს შორის, მათ ტექნიკურ ხელშეწყობას და პროფესიულ მხარდაჭერას. აღნიშნული სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია სოციალური მუშაკებისთვის ოპტიმალური სამუშაო გარემოს შექმნაზე, რათა სრულყოფილად და უწყვეტად აღვასრულოთ მთავარი მიზანი-ბავშვთა კეთილდღეობის მხარდაჭერა”, – განაცხადამინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია სოციალური მუშაკების სამუშაოს მოცულობის შემცირება, მათი ადმინისტრაციული ნაწილის განტვირთვა და ტექნოლოგიური გაუმჯობესება; ტექნიკური მზარდაჭერა, ინფრასტრუქტურული და ტრანპოსრტირების პრობლემების მოგვარება. ბოლო 1 თვის განმავლობაში განხორციელდა ინვენტარიზაცია და გაიწერა გეგმა, რომლის აღსრულებაც უკვე დაწყებულია.

“ჩვენი მიზანია, რომ 2025 წელს სოციალურ მუშაოკებს არ უნდა ჰქონდეთ 50 საქმეზე მეტი.
გადრა ამისა, ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობისთვის, დაგეგმილია ერთიანი ეროვნული პლატფორმის (CCM) ჩამოყალიბება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სფეროს განვითარებას და სხვადსხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანზიაციების უწყებათაშორის თანამშრომლობას”, – განაცხადა მინისტრმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია