იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლევან მჭედლიძემ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა

სპორტი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 იანვარი 2023

ლევან მჭედლიძემ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა. „ტრანსფერმარკტის“ ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი 8 იანვრიდან თავისუფალი აგენტი გახდა. ეს ამბავი ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში თავადაც დაადასტურა.

„მადლობა ქუთაისს და ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივარს გვერდში დგომისა და დაფასებისთვის. ამ მოკლე პერიოდში ამ ქალაქმა ძალიან შემაყვარა თავი! წარმატებები და წინსვლა“, – წერს მჭედლიძე.

მჭედლიძე ქუთაისის „ტორპედოში“ 2021 წლის 8 ოქტომბერს გადავიდა. მან 25 შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

32 წლის თავდამსხმელმა პროფესიული კარიერა 2005 წელს გორის „დილაში“ დაიწყო, 2008-19 წლებში იტალიაში თამაშობდა – იყო „ემპოლისა“ და „პალერმოს“ (2008-10 წლებში) მოთამაშე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია