შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გამოეთრიეთ კაბინეტებიდან, სანამ ჯერ კიდევ არა არს გვიანი"!!!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 მარტი 2019

"თქვენ, ვინც 2020 წელზე ფიქრობთ და მილიონი ხელმოწერის იმედად ამუხრუჭებთ საზოგადოების ნერვებს, მინდა გულახდილად გითხრათ, რომ სცდებით...
და რატომ:
1. დემოკრატიული არჩევნების ილუზია დიდი სიბრიყვეა ისეთ ქვეყანაში სადაც სახელმწიფო კი არა, მისი კონტურებიც აღარ არსებობს. სადაც პარალიზებულია ყველა მნიშვნელოვანი ინსტიტუცია რომელმაც უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კონტროლი რეალური შედეგების დასადებად.
2. ოპოზიციამ გაერთინების მიუხედავად ვერ მოახერხეთ საზოგადოებრივი მუხტის შექმნა და ეს ხდება მაშინ, როდესაც უავტორიტეტო ფეოდალის პულსი დასუსტებულია.
3. ვერ შესძელით საკუთარი გმირობის დემონსტრირება ისეთი ფორმით განგეხორციელებინათ, რომ კირკიტაძის, კუპრავას ან სხვა რეპრესიები, მაგალითად გექციათ ნიჰილიზმ შეპყრობილ ადამიანთა სტიმულირებისთვის. 
4. ვერ შეელიეთ მანდატებს და მსოფლიოს შეუქმენით წარმოდგენა, რომ ქვეყანაში მრავალპარტიული პარლამეტი არსებობს, მაშინ როდესაც თქვენი არსებობა მხოლოდ და მხოლოდ უკავშირდებოდა სისხლიანი 9 წლისკენ თითის გაშვერას ოპონენტების მხრიდან და საკუთარი წარუმატებლობების ისევ თქვენზე გადაბრალებას.
5. თქვენ, ნებით თუ უნებლიედ დაგმეთ მიშა და შექმენით შთაბეჭდილება რომ ბოროტების სათავეს გაემიჯნეთ. ყველაზე საკვირველი კი ის არის, რომ თითოეული თქვენგანი ზუსტად აანალიზებთ მისი არსებობის და აუცილებლობის მნიშვნელობას, რათა საბოლოოდ დასრულდეს მარაზმი.
მაშ გეკითხებით: რით განსხვავდება თქვენი და ხელისუფლების ორკესტრირებული მაგრამ ფლიდი და მიუღწეველი სწრაფვა ნანატრი დემოკრატიისკენ?
ასე არაფერი გამოვა ძვირფასებო!
რატომ?
რატომ და იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ ჩვეულებრივ მოკვდავთა სწორნი, რომელნიც საპროტესტო აქციიდან დაბრუნებულები სახლში რაიმე იმედს მიიტანენ. ისინი ისევ საჭმლის და მედიკამენტის გარეშე დადებენ ბალიშზე თავს და სამომავლოდ, მორიგ დაანონსებულ საპროტესტო აქციამდე გასძვრებათ სული!
ჰოდა უხეშად რომ ვთქვა (რბილად არანაირად არ გამომდის) გამოეთრიეთ კაბინეტებიდან, მოკიდეთ ხელი თქვენს შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს, დედმამიშვილებს და დაგვიდექით გვერდით ჯერ სანამ კიდევ არა არს გვიანი!!!
ნუ სთხოვთ სხვის გაუბედურებულ შვილებს გვერდით დგომას და ქუჩაში გამოსვლას, როცა საკუთარ შვილებს ჰარვარდში ან კოლუმბიის უნივერსიტეტში აგზავნით"!

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი, ქვეყანაში დღეს არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას აფასებს და იმ არასწორ მიდგომებზე საუბრობს, რასაც ოპოზიცია უშვებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია