შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2015-2018 წლებში საქართველოში 37 892 განქორწინების შემთხვევა დაფიქსირდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მარტი 2019

2015-2018 წლებში განქორწინების 37 ათას 892 შემთხვევა დაფიქსირდა. კვლევა „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ჩაატარეს. კვლევის თანახმად, განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით თბილისი, შემდეგ კი იმერეთის რეგიონი ლიდერობს.

განქორწინებების სტატისტიკა საქართველოში 2015-2018 წლებში:

2015 წელი -  9 082;

2016 წელი 9 513;

2017 წელი 10 452;

2018 წელი 8 845;

„ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის მხრივ წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგანაც საამისოდ არსებობს ორი გარემოება: მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს. არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად, საოჯახო დავების მაჩვენებელიც. განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის შემდეგ იმერეთში ფიქსირდება.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2017 წელს თბილისში 3731 წყვილი განქორწინდა, იმერეთში – 1739. ამასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მასშტაბით ოჯახში ძალადობის746 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 61%- გახსნილია.

ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისშია, ხოლო 2018 წელს მარტის თვის მდგომარეობით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, 965-ს შეადგენს.

„მზარდი განქორწინების მაჩვენებელი არაერთი სოციალური ფაქტორითაა გამოწვეული, თუმცა რაც ყველაზე თვალშისაცემია, განქორწინების მაჩვენებელი მაღალია ახალგაზრდა თაობაში. მიზეზები შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: ნაადრევი ქორწინება და პასუხისმგებლობის ნაკლებობა ოჯახის მმართვის პროცესში, თანაცხოვრების პროცესში მესამე პირების ჩარევა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობისა და ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, განქორწინების ინიციატორი, უმეტესობა ქალბატონია“ -აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“. 

ცნობისთვის: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლის თანახმად, მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვარაუდობენ, რომ რეალური სურათი გაცილებით მძიმეა. ხშირია შემთხვევები, როცა მხარეები არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს არ მიმართავენ. შესაბამისად განქორწინების ზუსტი რიცხვის გამოთვლა, შეუძლებელია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია