გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საკონსტიტუციო სასამართლო „დაგროვებითი პენსის“ შეჩერებაზე იმსჯელებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მარტი 2019

საკონსტიტუციო სასამართლოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შეჩერებაზე მსჯელობა იწყება. გამწესრიგებელი სხდომა  7 მარტს 12:00 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მეორე კოლეგია განიხილავს.

სადავოა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონის რიგი ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს დაგროვებით საპენსიო სქემაში დასაქმებულის სავალდებულო მონაწილეობას და განსაზღვრავს დამსაქმებლის, დასაქმებულისა და სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი შენატანების ოდენობას.

სარჩელის ავტორები მიიჩნევენ რომ აღნიშნული ნორმები კონსტიტუვციით გარატირებულ თანასწორობისა და საკუთრების უფლებებს ეწინააღმდეგება.

„მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები ითვალისწინებს დაგროვებით საპენსიო სქემაში დასაქმებულთა სავალდებულო მონაწილეობას და განსაზღვრავს სქემის ფარგლებში დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი შენატანების ოდენობას. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის ვალდებულება არღვევს დასაქმებულის ნების ავტონომიას და დამსაქმებელს აიძულებს საპასუხო სარგებლის მიღების გარეშე საპენსიო ფონდში ფინანსური შენატანის გაკეთებას. ამასთან, მოსარჩელე მხარის განმარტებით, დამსაქმებლის მიერ შენატანის განხორციელების ვალდებულება უტოლდება ახალი გადასახადის დაწესებას, რაც კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმის ჩატარების გარეშე დაუშვებელია.მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების მოქმედება მათ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს და შუამდგომლობენ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნული ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე,"- ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გარცელებულ განცხადებაში. 

მოსარჩელეები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” და შპს თორაძე და პარტნიორები, ასევე მოქალაქეები ედუარდ მარიკაშვილი და დავით თორაძე

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია