შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს ქვეყანა თქვენისთანებისთვის სალაფავია მხოლოდ "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მარტი 2019

 

 

 წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი, გურამ ქართველიშვილი:

"ღია წერილი ,,პოლიტიკოსების 99 პროცენტს ----

აგერ უკვე მერამდენედ მესმის მავანთაგან: --- გურამ არ არის შენი საქმე პოლიტიკაო... გეთანხმებით, ჩემი საქმე კარგად ვიცი რაც არის და რაც მაქვს თანდაყოლილი. მაგრამ ეს ჩემთვისვე წარმოუდგენელი გამოვარდნა პოლიტიკის ასპარეზზე სიკვდილის პირას მიყვანილმა სამშობლომ განაპირობა...
ახლა მოდით და მე შემოგიბრუნებთ სათქმელს, ჩემი პოლიტიკაში გამოსვლით გულგახეთქილ-შეწუხებულო ოპონენტებო: ჩემისთანების ადგილი იმიტომაც არ არის დღევანდელ პოლიტიკაში, რომ ის ცხრათააგენტების და ცხრათა ,,ნასედკების,, საბუდარია, ტოტალურად ანტიქართულია, პედერასტულ-აფერისტულია, იუდებისაა და თუ ვინმე დედამ დაგწყევლათ ბავშვობაში ყველასია. ამიტომაც არიან თითზე დასათვლელი ჩემისთანები ,,თეთრი ყვავებივით,, თქვენს შორის და იმის გამოც, რომ ასპარეზზე მყოფი სოროსის დაზრდილთა შორის უმეტესობას წარმოდგენაც არ გაქვთ რა, ან ვინ არის საქართველო. ეს ქვეყანა თქვენისთანებისთვის სალაფავია მხოლოდ და ქართველი ერი საძარცვავი ცხვრის ფარა. ჯერ არ მიგდგომიათ გაჭირვებამდე საქმე თორე, რომ მოგაშიოთ კაცმა დარწმუნებული ვარ საკუთარ დედებსაც შემოდებთ დახლზე. ამიტომაცაა, რომ კეთილშობილება სანთლითაა საძებარი თქვენს შორის და ამიტომაც ხართ ერთმანეთში აჯაფსანდალივით აზელილები. ნაცი თუ ქოცი, ვითომ ოპოზიცია და ჯიბის ოპოზიცია. იმ გახრწნილმა პოლიტამინდმა კი რომელიც თქვენნაირმა უზნეოებმა დაამკვიდრეს ამ ქვეყანაში, ჩემისთანების ასპარეზზე გამოსვლა გამოიწვია და თანდათან ვმრავლდებით...
ერთი კარგად იციდეთ 30 ვერცხლით ჯიბედატენილებო, რომ სიცოცხლის ფასადაც, რომ დაგვიჯდეს, თქვენისთანების ბოგინს მაინც დავასრულებთ ჩვენ სამშობლოში. ამის იარაღად კი სიმართლე გვაქვს, რომელსაც ვერცერთი ფული ვერ გადაწონის და რომლისაც ისევე გეშინიათ როგორც ღამურებს სინათლის.
ისიც გახსოვდეთ, რომ ამ თქვენგანვე ჯოჯოხეთად ქცეულ ყოფაში სიკვდილი ლხენაა ჩვენისთანებისთვის და უკან მტკაველ ნაბიჯსაც ვერ გადაგვადგმევინებთ."- წერს  ქართველიშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია