შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პარლამენტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი გაიხსნა

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მარტი 2019
საქართველოს პარლამენტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა გაიხსნა. საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, მემორიალური დაფა და დარბაზი საქართველოს პარლამენტის სასახლეში ირაკლი კობახიძემ ჟიული შარტავას ოჯახის წევრებთან ერთად გახსნა.

„ყველას გვახსოვს ის ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია როგორც აფხაზეთის დაკარგვასთან, ასევე, ჟიული შარტავას გმირულად დაღუპვასთან. ეს ადამიანი დღემდე გმირობის მაგალითს გვაძლევს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ჟიული შარტავას დაბადებიდან 75-ე წლისთავი აღნიშნეს სენაკსა და ზუგდიდში. იუბილესთან დაკავშირებით ყვავილებით შეამკეს მისი ძეგლი სენაკში, აღევლინა პანაშვიდი. ჟიული შარტავას ხსოვნას მიეძღვნა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. სამეგერლო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში მოეწყო ფილმის ჩვენება, რომელშიც ასახულია ჟიული შარტავას ცხოვრება და დაღუპვა.

ჟიული შარტავა დაიბადა სენაკში 1944 წლის 7 მარტს. 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 27 სექტემბერს ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზმა მეომრებმა თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია