შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილს ბოლომდე დასაბრუნებელი სააკაშვილი დარჩა" - უსუფაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მარტი 2019

ბიძინა ივანიშვილს ბოლომდე დასაბრუნებელი დარჩა ერთადერთი ადამიანი - მიხეილ სააკაშვილი. თუ დააბრუნა ღარიბაშვილი, რომელთანაც სამი წელი მუშაობდა და მერე ვეღარ იმუშავა, რატომ არ უნდა დააბრუნოს სააკაშვილი?, - ასე აფასებს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის "ქართულ ოცნებაში" დაბრუნებას.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება მმართველ პოლიტიკურ ძალაში, ამავე ძალის მიერ პოლიტიკურად უკან გადადგმული ნაბიჯია.

„ეს იყო სასოწარკვეთილი ივანიშვილის ერთ-ერთი ბოლო მცდელობა, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი როგორმე ბოლომდე გადაარჩინოს. მას აწუხებს ის, რომ სახელისუფლებო ვერტიკალია გამრუდებული და არა ის, რომ ქვეყანა იმ დღეშია, რა დღეშიც მისი უუნარო მმართველობის გამო აღმოჩნდა. ამიტომ, ეს ბოლო ნაბიჯი არის, ნაბიჯი უკან იმ ვითარებიდან, რომლიდანაც ივანიშვილს მცდელობა ჰქონდა დაეღწია თავი. 2015 წლის ბოლოსთვის შექმნილი პრობლემების ერთობლიობამ იგი აიძულა გადაედგა ეს ნაბიჯი და პრემიერ-მინისტრი შეეცვალა. ამის შემდეგ მან მხოლოდ პრობლემების გაღრმავება შეძლო და ახლა ეს არის ყოვლად სასოწარკვეთილი, უსუსური მცდელობა, რომ იქნებ უკან დაბრუნებით წინ წავიდეთ",- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე შეფასებით, "პატრიოტთა ალიანსს" საფუძველი აქვს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით იზეიმოს, ვინაიდან მათი პოლიტიკური ხედვები ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია