შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1 409 მიუსაფარი ბავშვია აღრიცხული

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მარტი 2019

2014-2017 წლებში სოციალური მომსახურების სააგენტომ საქართველოში 1409 მიუსაფარი ბავშვი აღრიცხა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ბავშვებიდან 416-მა ბავშვმა შეავსო ანკეტა იმის ნიშნად, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მომსახურების მიღება სურს.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, სახელმწიფოს დაფინანსებით სულ 6 დღის ცენტრი და 6 თავშესაფარი ფუნქციონირებს. 2018 წლის მონაცემებით, დღის ცენტრში სახელმწიფოს მომსახურებას 280 ბავშვი იღებდა, თავშესაფარში კი 86 იმყოფებოდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ზუსტი მონაცემები, ამჟამად საქართველოში რამდენი მიუსაფარი ბავშვია, არ არსებობს, რადგან წელს შესაბამისი კვლევა არ ჩატარებულა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია