შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

5 ტყუილი, რომელიც კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეელებს დააჯერა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მარტი 2019

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ლი­დე­რე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბის მე­ო­რე რა­უნ­დი წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და. მხა­რე­ებ­მა ბირ­თვულ გა­ნი­ა­რა­ღე­ბა­სა და სან­ქცი­ე­ბის მოხ­სნის სა­კი­თხზე შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეს, ცნო­ბი­ლი არც ის არის, შეხ­ვდე­ბა თუ არა ორი ქვეყ­ნის ლი­დე­რი ერ­თმა­ნეთს კი­დევ ერთხელ სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად.

თუმ­ცა, ამან ხელი არ შე­უ­შა­ლა კიმ ჩენ ინის მთავ­რო­ბას კო­რე­ე­ლე­ბის­თვის ეთ­ქვა, რომ ვა­შინგტო­ნი და ფხე­ნი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე შე­თან­ხმდნენ, რათა ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში აქამ­დე წარ­მო­უდ­გე­ნელ პროგ­რესს მი­აღ­წი­ონ. უნდა ით­ქვას, რომ ეს ყვე­ლა­ზე მსუ­ბუ­ქი ტყუ­ი­ლია, რაც კიმ ჩენ ინსა და მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხალ­ხის­თვის უთ­ქვამს, ასე­თი შეც­დო­მა­ში შემყვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კი საკ­მა­ოდ ვრცე­ლია. მო­დით, გა­დავ­ხე­დოთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს:

1. "მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ გამ­ცნობთ, რომ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა მზე­ზე ადა­მი­ა­ნის გამ­გზავ­რე­ბის მი­სი­ამ" - ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სახ­ლმწი­ფო მე­დი­ამ ჯერ კი­დევ 2014 წელს გა­ავ­რცე­ლა და 17 წლის ჰანგ ილ გონ­გი გმირ ას­რო­ნავ­ტად გა­მო­ა­ცხა­და. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კოს­მო­სურ ხო­მალდს მზემ­დე მი­საღ­წე­ვად 4, უკან და­საბ­რუ­ნებ­ლად კი 18 სა­ა­თი დას­ჭირ­და.

2. 2016 წელს კი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ხა­რუ­ლით ამ­ცნო, რომ კო­რე­ელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა ახა­ლი ტი­პის მე­დი­კა­მენ­ტი შე­ი­მუ­შა­ვეს, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თი ელე­მენ­ტის­გან იყო შექ­მნი­ლი და კურ­ნავ­და შე­ძე­ნილ იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის სინ­დრომს, უმკლავ­დე­ბო­და ზო­გი­ერ­თი სა­ხის სიმ­სივ­ნეს და მთლი­ა­ნად ამარ­ცხებ­და ებო­ლას ვირუსს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს ის "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტი" არ გა­უ­ზი­ა­რა, რო­მე­ლიც ამ "სას­წა­ულ­მოქ­მე­დი" მე­დი­კა­მენ­ტის წარ­მო­ე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და.

 

3. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის იზო­ლა­ცია იმა­საც გუ­ლის­ხმობს, რომ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას სხვა ქვეყ­ნის საკ­ვე­ბიც კი არ აქვს ნა­ნა­ხი, მათ შო­რის, ისე­თიც, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო კარ­გად იც­ნობს. ამი­ტომ, კო­რე­ე­ლებ­მა მარ­ტი­ვად და­ი­ჯე­რეს, რომ საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ორ პურს შო­რის მოქ­ცე­უ­ლი ხორ­ცის­გან შედ­გე­ბა და მათ ენა­ზე Gogigyeopbbang ჰქვია, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში გა­მო­ი­გო­ნეს 2000 წელს. ჩრდ. კო­რე­უ­ლი ჰამ­ბურ­გე­რის "გა­მომ­გო­ნებ­ლად" კი, კიმ ჩენ ინის აწ გარ­დაც­ვლი­ლი მამა, კიმ ჩენ ირი ით­ვლე­ბა.

 

4. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რე­ბის კულ­ტად ქცე­ვის პრო­ცეს­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთი და­უ­ჯრე­ბე­ლი ტყუ­ი­ლი შეს­თა­ვა­ზეს - ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რე­ბი ტუ­ა­ლეტ­ში არ და­დი­ან. რო­გორც ჩანს, ეს ტყუ­ი­ლი ლი­დე­რებს არა­მი­წი­ერ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან და ღვთა­ებ­რივ ბუ­ნე­ბას­თან აკავ­ში­რებს, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ ტყუ­ი­ლის გავ­რცე­ლე­ბა მას შემ­დეგ შე­წყვი­ტა, რაც მთელ­მა მსოფ­ლი­ომ იხი­ლა და გა­ი­გო, რომ კიმ ჩენ ინი ყველ­გან სა­კუ­თა­რი ტუ­ა­ლე­ტით მი­დის.

მა­გა­ლი­თად, სინ­გა­პურ­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­სა და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე ჩა­სულ ქვეყ­ნის ლი­დერს, სა­კუ­თა­რი ტუ­ა­ლე­ტი ჰქონ­და წა­ღე­ბუ­ლი.

Business Insider-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პირ­ფა­რე­შო მხო­ლოდ კიმ ჩენ ინის პერ­სო­ნა­ლურ მა­ტა­რე­ბელ­ში კი არა, ნე­ბის­მი­ე­რი ზო­მის ავ­ტო­მო­ბილ­შიც არის, რომ­ლი­თაც ის მოგ­ზა­უ­რობს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, იმის გარ­და, რომ კო­რე­ის ლი­დერს სა­კუ­თა­რი სტა­ტუ­სი არ აძ­ლევს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტუ­ა­ლე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, სხვა რა მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მის ახი­რე­ბას?

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის გვარ­დი­ის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­დან გა­იქ­ცა, Washington Post-თან სა­უ­ბარ­ში ეს ასე გან­მარ­ტა: "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტუ­ა­ლე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ", - აღ­ნიშ­ნა ლი იუნ კე­ოლ­მა.

 

5. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წყა­ლო­ბით ჩრდი­ლო კო­რე­ე­ლებს იმი­საც სჯე­რათ, რომ კო­რე­ელ­მა მკვლე­ვა­რებ­მა ისე­თი ახა­ლი ტი­პის ალ­კოჰო­ლი შექ­მნეს, რო­მე­ლიც ნა­ბა­ხუ­სევს არ იწ­ვევს, ეს კი სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტის წყა­ლო­ბით მოხ­და, რო­მე­ლიც თა­ვის ტკი­ვი­ლი­სა და სი­სუს­ტის პრე­ვენ­ცი­ას ახ­დენს, მა­ში­ნაც კი თუ სას­მე­ლი 40% ალ­კოჰოლს შე­ი­ცავს.

ჩრდი­ლო­ე­თი­დან სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში გაქ­ცე­ულ­მა 39 წლის კიმ იუნგ ილმა Business Insider-თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მო­სახ­ლე­ო­ბა უკვე ხვდე­ბა მათ ატყუ­ე­ბენ, თუმ­ცა იმას ვერ ხვდე­ბა, რამ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რია ეს ტყუ­ი­ლი და რამ­დე­ნად გან­სხვავ­დე­ბა მათი ცხოვ­რე­ბის წესი და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ ცხოვ­რე­ბის­გან.

www.ambebi.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია