იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ენმ გამოძიების დაწყებას მოითხოვს

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აგვისტო 2023

"ნაციონალური მოძრაობა” რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს, – ამის შესახებ პარტიის წევრმა ლაშა ფარულავამ რიკოთზე ადგილობრივებთან ერთად აქცია-ბრიფინგზე განაცხადა.

“საქართველოს მთავრობის კორუფციული ინტერესებით შერჩეულმა ჩინურმა კომპანიებმა ადგილობრივებს საცხოვრებელი დაუნგრია. მათი სახლების ქვეშ გაიყვანეს გვირაბები და არის ნგრევის საფრთხე, დღეს ადამიანები არიან შეკრებილები და მოითხოვენ გამოძიების დაწყებას ამ კორუფციაზე, გულგრილობაზე, დაუდევრობაზე უნდა მოვთხოვოთ პასუხი საქართველოს მთავრობას, ირაკლი ქარსელაძეს, ჩინურ კომპანიას. პასუხი უნდა მოვთხოვოთ ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინეს რიკოთის უღელტეხილზე. ეს არ არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი. სწორედ ამიტომ ვითხოვთ გენერალურმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ქარსელაძის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ. ჩვენ მოვამზადეთ საჩივარი. ჩვენ მოვაწერთ ხელს ამ საჩივარს ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, ვისაც აქვს კონკრეტული საფრთხე. ამას სჭირდება დროული რეაგირება ხელისუფლებისგან. ყველა კარგად უნდა ხედავდეს, რამხელა საფრთხის შემცველია ის სამუშაოები, რომელსაც აწარმოებს ჩინური კომპანია. მივმართავთ გამოძიების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას, თუმცა არ გვაქვს იმედი, რომ ისინი რამეს გამოიძიებენ, მაგრამ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამ დანაშაულზე ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ჩინური კომპანია აგებენ პასუხს”, – განაცხადა ფარულავამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია