სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მარტი 2019
საქართველოს მასშტაბით, ფუნალურ ტურში ჯამში 32 სკოლა გადავიდა. გამარჯვებული 21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება."კონკურსში ორი მასწავლებელი და ათი მოსწავლეა ჩართული, გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს რადგან, ნახევარფინალში მონაწილე სკოლებიდან ყველაზე მაღალი ქულები ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღეს. ბევრი ღონისძიება ჩაატარეს, გააკეთეს მწვანე ოთახი, შეაგროვეს მაკულატურა. სოფელ არალში დასუფთავების აქცია მოაწყეს და შემდეგ საინფრომაციო ფლაერები დაარიგეს, სადაც წერია თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას, ძალიან კარგი გუნდია", – ამბობს არლის საჯარო სკოლის დირექტორი მარო ჩხიტუნიძე.კონკურსის მონაწილეები მათ მიერ შესრულებული სამუშაოების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით შეირჩნენ. მოსწავლეებმა ჟიურის წარუდგინეს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი, სოციალური, საგანმანათლებლო და კვლევითი ღონისძიებები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ და სატყეო პორტალ forestry.ge აქვეყნებდნენ.სამცხე–ჯავახეთიდან 2018 წელს ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად 10 სკოლა ჩაერთო, თუმცა ფინალურ ტურში მხოლოდ ორი მათგანი გადავიდა.ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ორგანიზატორია CENN, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტთან ერთად.კონკურსის მთავარი მიზანია სამოქალაქო აქტივიზმისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა.[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია