შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაკურიანში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 მარტი 2019
დღესვე განიხილავს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძების შეფარდების საკითხს ახალციხის რაიონული სასამართლო. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შსს–ს ცნობით ძმამ ძმა საკუთარი სახლის ეზოში მოკლა. შემთხვევა ექვს მარტს, დაახლოებით, 19:00–დან 20:00 საათამდე პერიოდში მოხდა. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია