ბიზნეს თემურ ჭყონიას თქმით, ის აღქმა, რომ ბიზნეს ეშინია არასწორია და მისთვის გაუგებარია საერთოდ საიდან მოვიდა ეს განცდა.
"ბიზნესმენებს სურთ თავიანათი აზრის დაფიქსირება, მაგრამ ამ ტიპის მესიჯებმა, რაც ბოლო დღეებში წამოვიდა მათ ყოველგვარი სურვილი დააკარგვინა. ამათმა რომ ხმა ამოიღეს, ხომ კრამიტები დაამტვრიეს ? რა უფლება აქვთ, ვინ არიან ? რას წარმოადგენენ? რა სამუშაო ადგილებს ქმნიან? რაში გამოიხატება შიში? ან საერთოდ რა შუაშია შიში? ბიზნესი ფიქრობს, მსჯელობს და ელოდება.
ვინააა წითელი დირექტორი ? ზოგი იტყვის, რომ ძველი პლიადიდან მარტო მე დავრჩი. ორი უდიდესი ბრენდი შემოვიყვანე საქართველოში. მამუკა ხაზარაძე ჩემი 28 წლის მეგობარია და როგორ შემიძლია რომ არაობიექტური ვიყო?" - აცხადებს "ბიემთან" ბიზნესმენი.