შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლება პირდაპირ ამბობს, რომ საუკეთესო ბიზნესი სწორედ ხელისუფლებაში ყოფნაა" - ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 მარტი 2019

მმართველი პარტიის მიერ ახალი სახეების ძებნის პროცესს ანალიტიკოსები ტრაგიკომედიას უწოდებენ.

გია ხუხაშვილის განცხადებით, კომიკურია, რომ ხელისუფლებამ კადრების მოსაძებნად შპს დაიქირავა.

მისი თქმით, ამ ქმედებით ხელისუფლება პირდაპირ ამბობს, რომ საუკეთესო ბიზნესი სწორედ ხელისუფლებაში ყოფნაა.

“ტრაგიკომედიაა საერთოდ. რაღაც შპს დაუქირავებიათ, მე მგონი, კადრების მოსაძიებლად. ეს შპს, ალბათ, ახლა პრეისკურანტს გამოაქვეყნებს, რომელი თანამდებობა რა ჯდება. მაგალითად, მინისტრი – მილიონი ლარი, დეპარტამენტების უფროსი – 100 ათასი და ა.შ. პრინციპში “ქართული ოცნება” ამით გვეუბნება, რომ საუკეთესო ბიზნესი არის ხელისუფლება,“-აცხადებს გია ხუხაშვილი.

ანალიტიკოსთა აზრით, არც ერთი ღირსეული და პროფესიონალი კადრი, დაშლის პირას მყოფ გუნდს არ შეურთდება.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ მმართველ ძალაში დაწყებული რღვევა, სულ უფრო ცხადი ხდება, ახალი სახეების შემოყვანა კი უკვე დაგვიანებულია.

„როცა ასე უჭირთ და ჩამოშლის პირას არიან ახლა შეფუცხუნდნენ და მოინდომეს ვიღაცეების, ახლების შემოყვანა და ახლა შეიძლება ძალიან გვიანი იყოს,“-აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

ბიძინა ივანიშვილი ახალ სახეებს ეძებს. „კურიერის“ ინფორმაციით, მმართველ გუნდში მოსახვედრად ანკეტები უკვე გროვდება. საუკეთესოების შერჩევის მიმართულება კახა კალაძეს ჩააბარეს. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა დემარშით წასული პოლიტიკოსების ადგილმონაცვლეები უნდა შეარჩიოს.

„ქართულ ოცნებაში“ ადასტურებენ, რომ ახალი სახეების ძებნის პროცესი უკვე მიმდინარეობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია