გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაძირალა ყანდიაშვილის "ბოტების ფაბრიკა ", ყოველდღე ასეთ საზიზღრობებს თხზავს" - სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 მარტი 2019

საქართველოს ექს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„კოკა ყანდიაშვილი არის ყველაზე დიდი ნაძირალა, რომელიც ოდესმე შემხვედრია ცხოვრებაში და კგბ-ს უძველესი აგენტი. მისი ბოტების ფაბრიკა ყოველდღე თხზავს ასეთ საზიზღრობებს და თუ ადამიანი ყურადღებით არ წაიკითხავს, შეიძლება ადვილად წამოეგოს მსგავს პროვოკაციაზე.

მადლობა რუსთავი2-ს, რომ დღეს როგორც იქნა ამხილა რუსეთის მიერ ივანიშვილის დასახმარებლად ჩანერგილი ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკა… ის რომ სოფრომაძეს ასეთი მეთოდებით ებრძვიან, მხოლოდ აჩვენებს, რომ ბ-ნი ვასილი სწორ გზაზეა და მას კი არ ვადარებთ ვინმეს, მაგრამ ისე ილია ჭავჭავაძესაც უვრცელებდნენ რომ გლეხებს ჩაგრავდა“- წერს სააკაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია